უკრაინაში, სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა - არის მსხვერპლი
უკრაინის ქალაქ კრემენჩუკში, რუსი სამხედროების მიერ გასროლილი რაკეტა
სავაჭრო ცენტრს მოხვდა.
არის მსხვერპლი. არიან დაჭრილები. პოლტავას ოლქის სახელმწიფო
ადმინისტრაციის თავმჯდომარე დმიტრი ლუნინი ტელეგრამზე წერს, რომ
ჯერჯერობით ნაპოვნია 10 გარდაცვლილის ცხედარი. დაშავდა 40 მოქალაქე.
მონაცემები ზუსტდება.
მისივე ცნობით, მაშველები ცეცხლს ამ დრომდე აქრობენ.
თავის მხრივ, კრემენჩუკის მერი, ვიტალი მალეცკი იტყობინება, რომ სარაკეტო იერიში განხორციელდა ხალხმრავალ ადგილას, რაც 100%-ით არ არის დაკავშირებული სამხედრო ოპერაციებთან. ისიც ადასტურებს ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ცეცხლის ალში გახვეული სავაჭრო ცენტრის ვიდეო და აღნიშნა, რომ მსხვერპლთა რაოდენობის წარმოდგენაც კი რთულია.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.