ახალი ამბები
ფარული მოსმენების საქმეზე, ევროპულ სასამართლოში საჩივრები გაიგზავნა
FaceBook Twitter
E-mail Print
საიამ და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", 2021 წელს იურისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ამ საქმის წარმატებული წარმოება მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს ქართულ კანონმდებლობაში და შექმნის ძლიერ გარანტიებს ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით. ეს კი, ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განმტკიცებას და შეასუსტებს პოლიციურ რეჟიმს, რომელიც უკვე წლებია სწორედ ფარული მოსმენების საშუალებით ყოველდღიურად არღვევს მრავალი ადამიანის უფლებას.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ. საუბარია დაახლოებით 58 000-მდე ფაილზე, სადაც აღწერილია ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატებისა და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციისა და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაცია. გავრცელებულ ფაილებში არსებული ინფორმაციის ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, მომჩივნებმაც: დავით ჯანდიერმა, ნატალია ფერაძემ, გიორგი ონიანმა, გიორგი მშვენიერაძემ და გურამ იმნაძემ,დაადასტურეს.

ევროპულ სასამართლოში წინამდებარე საქმის მთავარ მიზანი საქართველოში ფარული მოსმენა-მიყურადების კანონმდებლობის კონვენციურ სტანდარტთან შეუსაბამობის გასაჩივრებაა. აქვე, ხაზგასასმელია, რომ 2021 წლის 01 აგვისტოსა და 13 სექტემბრის ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიების არსებობა ამ კანონმდებლობისა და პრაქტიკის კიდევ ერთი უარყოფითი მაგალითია, რომელიც, ასევე, საჩივრის ერთ-ერთი სადავო საკითხია. კერძოდ, ამ დრომდე თბილისის პროკურატურას არ მიუნიჭებია პირებისთვის დაზარალებულის სტატუსი, ხოლო, გენერალური პროკურატურა, მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 2022 წლის 18 მაისს გავრცელებული ერთობლივი მიმართვისა, ამ დრომდე უმოქმედოა. 2021 წლის სექტემბრიდან 8 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო სისტემური დანაშაულის გამოძიების, დამნაშავეთა გამოვლენისა და მათი დასჯის ინტერესი სახელმწიფოს არ ამოძრავებს. ნიშანდობლივია, რომ მომჩივანთა მიერ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან გაგზავნილი წერილები უპასუხოდ რჩება, ან მათზე პასუხი იმგვარად არ არის გაცემული, რაც დაზარალებულებს მიმდინარე საგამოძიებო პროცესის პროგრესის შესახებ რაიმე მტკიცებულებას მისცემდა. ხაზგასასმელია, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელს უწყობს პოლიციური სისტემის მიერ ტოტალური მიყურადებას, მათ შორის, იმ გზით, რომ დღემდე არ ანიჭებს შესაბამის პირებს დაზარალებულის სტატუსს, რაც მათ საგამოძიებო პროცესში უფრო ეფექტიანად ჩართვის შესაძლებლობას მისცემდა.

საჩივარში დასმული პრობლემები ევროპარლამენტის 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაშიც აისახა, სადაც პარლამენტი, სხვა მოთხოვნათა შორის, ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება მოსმენების საქმესთან დაკავშირებით და დანერგოს სათანადო საკანონმდებლო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

საჩივრებში დავის საგანს ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშაულების უფლება) დარღვევა წარმოადგენს. ასევე, მოთხოვნილია, რომ წინამდებარე საქმეს ე.წ. ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი მიენიჭოს, ხოლო,სასამართლომ დაავალდებულოს სახელმწიფო, სრულად და ჯეროვნად წარუდგინოს საგამოძიებო მასალები.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.