ახალი ამბები
ბაჩანა ახალაიას საჩივრები დაუშვებლად ცნო ევროპულმა სასამართლომ - პროკურატურა
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მსჯავრდებულ ბაჩანა ახალაიას საჩივრები დაუშვებლად ცნო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაჩანა ახალაია დავობდა, რომ 2012-2014 წლებში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, იყო უკანონო, რადგან პატიმრობის საერთო ვადა აღემატებოდა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადას - 9 თვეს. ამასთან, მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ და ემსახურებოდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის მიზანს.

პროკურატურის ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით მომჩივნის პატიმრობა იყო სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და სასამართლოს პრაქტიკასთან. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში არ მომხდარა გამოძიების განზრახ გაჭიანურებას და საქმეების ხელოვნურად დაყოფას იმ მიზნით, რომ ხელოვნურად გაგრძელებულიყო მისი წინასწარი პატიმრობა. ასევე, რაიმე კანონდარღვევა საგამოძიებო ორგანოს, პროკურატურის ან სასამართლოს მხრიდან არ დაფიქსირებულა.

"ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით იყო სათანადოდ დასაბუთებული როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე ევროპული სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნებოდა მისი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების დადასტურებულ საფრთხეებს.

ამასთან, ევროპულმა სასამართლომ რელევანტურად და საკმარისად მიიჩნია ის საფუძვლები, რის გამოც შიდა სასამართლოებმა ბაჩანა ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 3 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე - 2012 წლის 9 ნოემბერს, 2013 წლის 2 მარტს და 26 ოქტომბერს შეუფარდეს.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო განხილვების ეტაპზე, როგორც ბაჩანა ახალაია, ასევე მისი უფლებადამცველები არაერთგზის მიუთითებდნენ, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და ბრალდებულის მიმართ წარმოებული გამოძიების ფარგლებში ხდებოდა მოწმეებზე ზეწოლა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.

ევროპულმა სასამართლომ ასევე დაუშვებლად გამოცხადა მომჩივნის პოზიცია, თითქოს მისი დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული.

დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი პროცესები, წარიმართა საქართველოს კანონმდებლობისა და ევროპული სტანდარტების სრული დაცვით, მათ შორის ბაჩანა ახალაიას მიმართ "პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას" ადგილი არ ჰქონია.

ასევე, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაიას სხვადასხვა დროს ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არაერთი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რომლებზეც დღეის მდგომარეობით მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილებები. ბაჩანა ახალაიამ განაჩენთა ერთობლიობით, სასამართლოს მიერ მისთვის განსაზღვრულ სასჯელი უკვე მოიხადა.

ბაჩანა ახალაიამ საპატიმრო მიმდინარე წლის 1-ელ მარტს დატოვა. 9-წლიანი სასჯელის ვადა ბაჩო ახალაიას შარშან, 6 ნოემბერს ამოეწურა, თუმცა, მისი ცოლის და ადვოკატის, ანი ნადარეიშვილის განმარტებით, პატიმარს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პერიოდი არ ჩაუთვალეს და სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს.

2018 წლის აპრილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა ახალაია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოხელის მიერ ჯგუფურად ჩადენილი წამების ორგანიზებასა და წამებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
23:42 / 16.08.2022
"ენგურჰესს" ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს,
ზუგდიდელი ძალოსანი, საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი ვეკუა ევროპის
ჩემპიონია. პოლონეთში მიმდინარე
18:20 / 16.08.2022
ზუგდიდელი ძალოსანი, საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონია. პოლონეთში მიმდინარე
პოლონეთში მიმდინარე 15 და 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე,
დღეს
13:58 / 16.08.2022
პოლონეთში მიმდინარე 15 და 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, დღეს
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.