შერიგების სამინისტრო კონკურსს - „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ აცხადებს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრის აპარატმა კონკურსი გამოაცხადა "მშვიდობის ჯილდოს
ახალგაზრდებისთვის" მოსაპოვებლად. ინიციატივა მიზნად ისახავს
საქართველოში სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის
გაძლიერებას.
მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ჯილდო გადაეცემა ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებსაც მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, საკუთარი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის, ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის პროცესში.
კონკურსს ერთი გამარჯვებული ახალგაზრდა, ახალგაზრდების ჯგუფი, ან ახალგაზრდული ორგანიზაცია ეყოლება, რომელსაც სიგელთან ერთად, ფულად ჯილდოს - 3000 ლარს გადასცემენ.
კონკურსში შესაძლებელია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდა პირის, ახალგაზრდების ჯგუფის ან ახალგაზრდული ორგანიზაციის ნომინირება.
კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ სახელმწიფო უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ან ექსპერტთა ჯგუფს, არანაკლებ სამი ადამიანისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს.
მონაწილე პირები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
კანდიდატი თავისი საქმიანობით ხელს უნდა უწყობდეს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის შერიგებასა და ნდობის აღდგენას, ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას;
კანდიდატის საქმიანობა უნდა ასახავდეს საანგარიშო წლის განმავლობაში განხორციელებულ კონკრეტულ აქტივობას, რაშიც გამოიხატება მისი წვლილი სამშვიდობო პროცესში;
კანდიდატის მიერ სამშვიდობო პროცესში შეტანილი წვლილი შეიძლება ვლინდებოდეს საქმიანობის ნებისმიერი ფორმით, მაგალითად: კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების/მშვიდობის მშენებლობის საკითხზე განხორციელებული აკადემიური საქმიანობა (კვლევები, ანგარიშები, ნაშრომები);
ქართულ-აფხაზურ/ქართულ-ოსურ ნდობის აღდგენის ინიციატივების დაგეგმვა, განხორციელება ან/და მონაწილეობა;
კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის პროცესში განხორციელებული აქტივობები ან/და გამოჩენილი ინიციატივები;
მშვიდობის მშენებლობის მიზნით სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობა და სხვ.
განაცხადები სახელმწიფო მინისტრის აპარატს 2022 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით უნდა წარედგინოს ქართულ ენაზე, ამ ელექტრონულ მისამართზე - ინფო@სმრ.გოვ.გე.
განაცხადში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული:
ინფორმაცია კანდიდატის წარმდგენი პირის/პირების თაობაზე, საკონტაქტო მონაცემების ჩათვლით;
კანდიდატის სახელი და გვარი, მოკლე ბიოგრაფია (განათლება, საქმიანობის სფერო);
მშვიდობის მშენებლობის პროცესში კანდიდატის მიერ შეტანილი წვლილის მოკლე აღწერა (არა უმეტეს 500 სიტყვისა); ნაშრომებისა და სხვა დამხმარე მასალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოწოდება შესაძლებელია დანართის სახით.
წარდგენილი კანდიდატი/კანდიდატთა ჯგუფი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული კონკურსში ნომინირების შესახებ და უნდა იყოს თანახმა მისი კანდიდატურის განხილვაზე.
გამარჯვებული კანდიდატ(ებ)ის შერჩევა მოხდება "მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის" გადაცემის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ.
გამარჯვებული კანდიდატის, ან კანდიდატების ვინაობა ცნობილი გახდება და დაჯილდოვდებიან მშვიდობის საერთაშორისო დღეს, მიმდინარე წლის 21 სექტემბერს.
ყოველწლიური ჯილდოს დაწესების ინიციატივით სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2021 წლის 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოვიდა.