„კეთილი იყოს შენი მობრძანება“ – „ნაპოლის“ ფეისბუკ გვერდი ხვიჩა კვარაცხელიას
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია
"ბათუმის დინამოს" შემდეგ,
კარიერას იტალიაში, "სერია A-ში" განაგრძობს. "ნაპოლმა" ფეისბუკის
ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოაქვეყნა ქართველი ფეხბურთელის ფოტო
წარწერით -"ხვიჩა, კეთილი იყოს შენი მობრძანება".
ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად, კლუბმა 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ფეხბურთელი კი, ანაზღაურების სახით წელიწადში 1 მილიონ ევროს მიიღებს.
"ბათუმის დინამომდე", ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელი იყო, მანამდე კი, მოსკოვის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა.
2012 წლიდან, ხვიჩა თამაშობდა თბილისის "დინამოს" აკადემიასა და ახალგაზრდულ გუნდებში. მან კარიერა 2017 წელს, თბილისის "დინამოში" დაიწყო. ერთი წლის შემდეგ "რუსთავში" გადავიდა.
ხვიჩა კვარაცხელია წალენჯიხიდანაა.