ახალი ამბები
ქართველი ერი წინ უნდა აღუდგეს უზნეო ცხოვრების წესის დამკვიდრებას - ზემო სავანეთის ეპარქია
FaceBook Twitter
E-mail Print
მესტიისა და ზემო სავანეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს დღეს, 2 ივლისს დაგეგმილ "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით. მასში ნათქვამია, რომ ქართველი ერი წინ უნდა აღუდგეს "უზნეო ცხოვრების წესის დამკვიდრებას".

ამასთან, ეპარქია განმარტავს, რომ ვინც დაუშვებს ცხოვრების ნორმად იქცეს ის, რაც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ზნეობას, ღმერთის უარმყოფელია. ყველაზე საშიში და ცუდი კი, მათივე თქმით არის ის, რომ ამ "შემოტევის" მთავარი სამიზნე მოზარდი თაობაა.

"ბოროტის მზაკვრული გეგმაა ახალგაზრდა თაობა აზროვნების ჩამოყალიბებამდე გახადოს მართული და ისე გაანადგუროს, რომ თავადაც ვერ მიხვდეს.

ეკლესიისთვის უცხოა ადამიანის მიუღებლობა, რა ცოდვაშიც არ უნდა იყოს ის, მაგრამ უცხოა ქრისტიანობისთვის ცოდვის მიმღებლობა და ცოდვასთან შეგუება.

ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცდური.

დღეს ძალიან მომრავლდა საცდურის და უზნეობის პროპაგანდა, განსაკუთრებით კი სოდომიის, რასაც "ღირსების მარშსაც" კი უწოდებენ. ამ ცოდვის მომრავლებას კი არამარტო ერის არამედ კაცობრიობის განადგურებაც შეუძლია, შედეგი ცოდვისა ყოვეთვის არის სასჯელი. "რამეთუ გამოჩინებად არს რისხვა ღმრთისა ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუესა კაცთასა".

სწორედ უზნეობის შედეგი იყო წარღვნა, რომელიც მოიწია კაცობრიობაზე და გარყვნილების შედეგად აღიგავა სოდომი და გომორი პირისაგან მიწისა! "რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა-ბუნებად. ეგრეთცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ, განჴურდეს გულის თქუმითა მათითა ურთიერთარს. მამანი მამათა თანა სარცხჳნელსა იქმოდეს".

სიმამაცე და თავგანწირვა არასდროს ყოფილა ქართველი ერისათვის უცხო, მაგრამ ისიც იცოდნენ რისთვის და ვისთვის უნდა გაეწირათ თავი, ჩვენ გვმართებს ბრძოლა იმისათვის, რომ გადავარჩინოთ მომავალი თაობები რომლებიც ქმნიან ერის მომავალს, ბრძოლა მხოლოდ იმ ხერხებით, რომელიც შვენის ქრისტეს სახელს", - ვკითხულობთ ეპარქიის განცხადებაში.

"თბილისი პრაიდის" კვირეული 28 ივნისს დაიწყო და დღეს სრულდება.

თავის მხრივ, შსს-ში აცხადებენ, რომ "თბილისი პრაიდის" ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩასატარებლად ყველა ზომას მიმართავენ.

2021 წლის 5 ივლისს, თბილისში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, მაგრამ ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმების გამო ვერ შედგა. ჰომოფობიური ჯგუფები ადამიანის უფლებათა სახლსაც თავს დაესხნენ. შენობაში იმყოფებოდნენ ადამიანის უფლებათა სახლში განთავსებული ორგანიზაციების თანამშრომლები, ჟურნალისტები და უფლებადამცველები. 5 ივლისს თავდასხმების შედეგად თბილისში 50-ზე მეტი ჟურნალისტი მძიმედ დაშავდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.