ტარდება პრევენციული ღონისძიებები - შსს პრაიდის ღონისძიებებზე
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს დღეს, 2 ივლისს,
თბილისში,
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ პრაიდის
მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციასა და პრაიდის კვირეულის დასკვნით
ღონისძიებაზე.
სამინისტროს განმარტებით, პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, განაგრძობენ კომუნიკაციას ორგანიზატორებთან, პარარელურად კი, გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ტარდება პრევენციული ღონისძიებები.
განცხადების თანახმად, ყველა თავშეყრის ადგილას, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, სამართალდამცველები მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავენ.
"მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - ვკითხულობთ სამინისტროს ინფორმაციაში.
გუშინ, 1 ივლისს, თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და მოახდინეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის ხელოვნური შეფერხება. სამართალდამცველთა მოწოდებას, გაეთავისუფლებინათ გზის სავალი, შეკრებილები არ დაემორჩილნენ.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 26 პირი დააკავა.
"თბილისი პრაიდის" კვირეულს გამოეხმაურა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაც. მათი თქმით, ქართველი ერი წინ უნდა აღუდგეს უზნეო ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
"თბილისი პრაიდის" კვირეული 28 ივნისს დაიწყო და დღეს სრულდება.
2021 წლის 5 ივლისს, თბილისში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, მაგრამ ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმების გამო ვერ შედგა. ჰომოფობიური ჯგუფები ადამიანის უფლებათა სახლსაც თავს დაესხნენ. შენობაში იმყოფებოდნენ ადამიანის უფლებათა სახლში განთავსებული ორგანიზაციების თანამშრომლები, ჟურნალისტები და უფლებადამცველები. 5 ივლისს თავდასხმების შედეგად თბილისში 50-ზე მეტი ჟურნალისტი მძიმედ დაშავდა.