ახალი ამბები
„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე ევროკავშირის და ნატოს დროშები დაწვეს
FaceBook Twitter
E-mail Print
ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ევროკავშირის და ნატოს დროშები დაწვეს. ისინი მსვლელობით მივიდნენ ევროკავშირის ოფისთან, სადაც საქართველოს დროშა გაშალეს და თქვეს, რომ საკუთარი ქვეყნის დროშა უნდა დაიცვან. შეკრებილები ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მისამართით სკანდირებდნენ - "წადი". ამასთან, მოუწოდეს ევროპას, რომ თუ საქართველოსთან მეგობრობა უნდათ, ეს ქვეყანა ისეთი უნდა მიიღონ, როგორიც არის.

მანამდე, აქციის მონაწილეები ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი "ქართული ოცნების" ოფისთან იმყოფებოდნენ.

საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ აქციაზე გაჟღერდა ჰომოფობიურთან ერთად, ანტიდასავლური განცხადებები. ამასთან, დახიეს ლგბტ დროშა.

მანამდე, პრაიდის ღონისძიებებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა შსს-მ. მათი თქმით, ატარებენ ყველა პრევენციულ ღონისძიებას, რათა ერთის მხრივ, პრაიდის კვირეულის ფარგლებში დასკვნითმა ღონისძიებამ უსაფრთხოდ ჩაიაროს, მეორეს მხრივ კი, დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება.

"თბილისი პრაიდის" კვირეული 28 ივნისს დაიწყო და დღეს სრულდება.

გუშინ, 1 ივლისს, თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და მოახდინეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის ხელოვნური შეფერხება. სამართალდამცველთა მოწოდებას, გაეთავისუფლებინათ გზის სავალი, შეკრებილები არ დაემორჩილნენ.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 26 პირი დააკავა.

2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, პრაიდის კვუირეულის ფარგლებში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, მაგრამ ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმების გამო ვერ შედგა. ჰომოფობიური ჯგუფები ადამიანის უფლებათა სახლსაც თავს დაესხნენ. შენობაში იმყოფებოდნენ ადამიანის უფლებათა სახლში განთავსებული ორგანიზაციების თანამშრომლები, ჟურნალისტები და უფლებადამცველები. 5 ივლისს თავდასხმების შედეგად თბილისში 50-ზე მეტი ჟურნალისტი მძიმედ დაშავდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
23:42 / 16.08.2022
"ენგურჰესს" ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს,
ზუგდიდელი ძალოსანი, საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი ვეკუა ევროპის
ჩემპიონია. პოლონეთში მიმდინარე
18:20 / 16.08.2022
ზუგდიდელი ძალოსანი, საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონია. პოლონეთში მიმდინარე
პოლონეთში მიმდინარე 15 და 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე,
დღეს
13:58 / 16.08.2022
პოლონეთში მიმდინარე 15 და 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, დღეს
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.