ახალი ამბები
არასამთავრობოებმა წარმოადგინეს გეგმა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად
FaceBook Twitter
E-mail Print
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა საზოგადოებას საკუთარი ხედვა გააცნო ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესასრულებლად. მათი განცხადებით, იმისთვის, რომ პირველი პუნქტი - პოლარიზაციის დასრულება შესრულდეს, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა დაუბრუნდნენ შარლ მიშელის დოკუმენტს.

არასამთავრობოების განმარტებით, ისინი გაეცნენ მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილ გეგმას, რომელიც მოიცავს მხოლოდ პროცედურულ საკითხებს, სამუშაო ჯგუფებს, კონკრეტული ნაბიჯები კი ამ მიმართულებით ვერ დაინახეს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს იქნება ფორმალური პროცესი, ის გაიწელება დროში და წლის ბოლომდე არ გადაიდგმება ნაბიჯები, რაც კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლადაა საჭირო.

"უნდა დავუბრუნდეთ შარლ მიშელის დოკუმენტს, სადაც ძალიან კარგად იყო გაწერილი, რომ პოლარიზაციის დასრულებისთვის პარლამენტში უნდა მოხდეს ძალთა დაბალანსება. მაგალითად, ხუთ კომიტეტს ოპოზიცია თავმჯდომარეობდეს და მათ შორის ორი იყოს ისეთი კომიტეტი, როგორიც არის საბიუჯეტო კომიტეტი. ეს არის შესასრულებელი ძალიან მარტივად. სჭირდება ხმათა 75%.

ასევე, მაგალითად, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ერთი მოსმენით უკვე იყო მიღებული და სჭირდება კიდევ ორი მოსმენა, რომ იყოს მიღებული და ესეც ძალიან მარტივად არის შესასრულებელი.

გარდა ამისა, როდესაც არჩევნებს ვეხებით, ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება, რომელიც ეხება ცესკო-ს დამოუკიდებლობას და ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების, ასევე კონსენსუსი საფუძველზე მიღებას, იმიტომ, რომ ეს იქნება მთავარი არჩევნებისადმი ნდობის ასამაღლებლად.

ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ასევე გეგმა, როგორ უნდა განხორციელდეს მართლმსაჯულების რეფორმა, რომელთაგან ძალიან მარტივად არის განსახორციელებელი იუსტიციის საბჭოს რეფორმა, ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა.

ასევე, ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ხედვა კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას სააგენტო, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა უწყებებში კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმებს და იქნება უფრო ეფექტური", - განაცხადა "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა, ნინო დოლიძემ.

მისივე თქმით, თუ 11 პუნქტი შესრულდება, ეს ძალაუფლების გადანაწილებას გამოიწვევს და ავტომატურად შესრულდება მე-5, დეოლიგარქიზაციის პუნქტიც - შესუსტება ოლიგარქიული მმართველობა.

ნინო დოლიძემ განმარტა, რომ თუკი იქნება პოლიტიკური ნება, ყველა რეკომენდაცია იოლი შესასრულებელია.

გეგმა წარმოადგინეს - "საიამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "საფარმა", "ღია საზოგადოების ფონდმა", "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა", "კოალიციამ მედიის ადვოკატირევისთვის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ".

მანამდე, ხელისუფლებამ გააცნო საზოგადოებას გეგმა, როგორ აპირებენ ისინი 12 პუნქტის შესრულებას წლის ბოლომდე.

თუმცა, მოძრაობა "შინ ევროპისკენ" წევრებს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს, არ სჯერათ, რომ მთავრობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომდენდაციებს წლის ბოლომდე შეასრულებს. სწორედ ამიტომ ითხოვენ, ეს მისია იკისროს "ეროვნული თანხმობის მთავრობამ - ევროკავშირისთვის".

ამიტომ, დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება, რომელსაც რეგიონებიდან, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთიდანაც შეუერთდებიან.

აქცია-პერფორმანსი დაგეგმილია ზუგდიდშიც.

ევროსაბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი მზად არიან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ მაშინ, როცა პირობები შესრულდება. ეს პირობები კი 12 პუნქტს მოიცავს და წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.