პარლამენტთან აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს
თბილისში, პარლამენტის შენობასთან, კამპანია "შინ ევროპისკენ"
ფარგლებში აქცია მიმდინარეობს.
მანიფესტანტები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის
სამეგრელოდან შეიკრიბნენ. აქციას სტუდენტებიც შეუერთდნენ.
აქციაზე შემოიტანეს ევროკავშირის და საქართველოს დროშები.
გაჟღერდა ევროკავშირის, საქართველოს და უკრაინის ჰიმნებიც.
მოძრაობა "სირცხვილია", მთელი ღამე გეგმავს საკანონმდებლო ორგანოსთან დარჩენას.
ორგანიზატორებმა 24 ივნისს გამართულ შეკრებაზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა მოითხოვეს. ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება.
მოძრაობა "შინ ევროპისკენ" წევრებს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს, არ სჯერათ, რომ მთავრობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციებს წლის ბოლომდე შეასრულებს.
ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ მზად არის იმუშაოს ევროკომისიის პირობებზე და ამისთვის გეგმაც წარმოადგინა. მმართველი პარტიის განცხადებით, სამუშაო პროცესში ოპოზიციის ჩართულობაც აუცილებელია.
თბილისამდე, აქცია ზუგდიდში გაიმართა, სადაც რეგიონში სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს - მათი არჩევანი ევროკავშირის წევრობაა და ხელისუფლებას მოუწოდეს იმოქმედოს.
ევროსაბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი მზად არიან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ მაშინ, როცა პირობები შესრულდება. ეს პირობები კი 12 პუნქტს მოიცავს და წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე