ახალი ამბები
„გვითხრან, რატომ მიჰყავთ ქვეყანა რუსეთისკენ“ - აქცია დილით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებს
FaceBook Twitter
E-mail Print
პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შეკრებილებს გააცნო სამოქმედო გეგმის ნაწილი. შოთა დიღმელაშვილის თქმით, ხვალ დილით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლებენ, რადგან აქ მდგომი ხალხის ხელისუფლებას არ ესმის.

მანვე აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხანში ამოიწურება ულტიმატუმის ვადა პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე.

"რაღაც ისეთი გრძნობა გვეუფლება, რომ ისინი კომფორტში არიან. ჩვენ აქ ვიკრიბებით და რამდენიც არ უნდა შევიკრიბოთ, მათთვის არაფერი იცვლება. ამიტომ, დილით ჩვენ ყველანი წავალთ, ძალიან მშვიდობიანად შემოვევლებით იმ ქაჯეთის ციხეს და მჯდომარე პროტესტით, მშვიდობიანად დავხვდებით მთავრობას, დავხვდებით ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას, რადგან აქედან არ ესმით. ჩაგვხედოს თვალებში და გვითხრას, რატომ მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ. არასდროს არ ყოფილა, მთავრობის მავნებლობა მშვიდობიანი პროტესტით გაგვეჩერებინოს, ხვალ დილით შევეცდებით ეს გავაკეთოთ", - მიმართა შეკრებილებს დიღმელაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა შეკრებილებს, დარჩნენ ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე.

შეკრებილთა ნაწილმა "ქართული ოცნების" ოფისთან უკვე გადაინაცვლა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

მთელი ღამის განმავლობაში, აქციის მონაწილეებისთვის დაგეგმილია სერბეთში სამოქალაქო აქტივიზმზე ფილმის ჩვენება. ასევე უჩვენებენ სალომე ჯაშის "მოთვინიერებას", რომელიც დენდროლოგიური პარკისთვის რეგიონებიდან ხეების მოგზაურობას ეხება.

დანარჩენ გეგმებზე ორგანიზატორები ეტაპობრივად ისაუბრებენ.

ევროსაბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი მზად არიან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ მაშინ, როცა პირობები შესრულდება. ეს პირობები კი 12 პუნქტს მოიცავს და წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს.

ხელისუფლება ირწმუნება, რომ მზად არის იმუშაოს ევროკომისიის პირობებზე და ამისთვის გეგმაც წარმოადგინა. მმართველი პარტიის განცხადებით, სამუშაო პროცესში ოპოზიციის ჩართულობაც აუცილებელია.

მოძრაობა "შინ ევროპისკენ" წევრებს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს, არ სჯერათ, რომ მთავრობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციებს წლის ბოლომდე შეასრულებს. ამიტომ ისინი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას მოითხოვენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. მისი და, თაკო კვირკვია
სოციალურ ქსელში ავრცელებს
19:14 / 04.12.2022
ზუგდიდში ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. მისი და, თაკო კვირკვია სოციალურ ქსელში ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 5 დეკემბერს სამუშაო
11:57 / 04.12.2022
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 5 დეკემბერს სამუშაო
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში
გამართული შეჯიბრის
11:44 / 04.12.2022
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გამართული შეჯიბრის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დაღუპული
11:15 / 04.12.2022
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დაღუპული
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.