ახალი ამბები
6 ივლისს ზუგდიდსა და ხობს გაზი შეუწყდება
6 ივლისს 06:00 საათიდან 15:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებს.

"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ცნობით, მიზეზი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებია, რომელიც ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარეობს.

"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას", - ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.