იცვლება მმართველი, იზრდება ფასები, ვრჩებით უმუშევრები - ექიმების პროტესტი ზუგდიდში
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკის მედპერსონალმა
საპროტექტო აცია გამართა ზუგდიდში. მათი ინფორმაციით, ეკონომიკის
სამინისტრო გეგმავს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული პოლიკლინიკის
გადაცემას დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისთვის, რაც ექიმებისთვის
და პაციენტებისთვისაც უარყოფით ცვლილებებს გამოიწვევს. მედპერსონალის
ინფორმაციით, მენეჯმენტის განახლების შემდეგ დაგეგმილია ზუგდიდის,
ხობის და ჯვარის პოლიკლინიკების გაერთიანება და მათ ნაცვლად ერთი
ტრავმატოლოგიური ცენტრის შექმნა. აქციის მონაწილეების განცხადებით,
ცვლილებების შემდეგ გაიზრდება სამედიცინო მომსახურების ფასები, რაც
მომხმარებელთა შემცირებას და ექიმების გათავისუფლებას გამოიწვევს.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, უცვლელი დარჩეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი და არ შეიცვალოს პოლიკლინიკის პროფილი.
"ჩვენ არ გვინდა ძველი ხელმძღვანელის გაშვება. ეს პოლიკლინიკა აშენებულია ჩვენი ხარჯებით, ჩვენი დანაზოგით, ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს, მაგრამ ჩვენი სახსრებით არის აშენებული. თუ დღემდე მოვიყვანეთ კმაყოფილი პაციენტები, აწი რატომ უნდა დავიშალოთ?! პირიქით, გვერდში დაგვიდგნენ, ახალი ტექნიკა შემოიტანონ", - თქვა აქციის მონაწილე ექიმმა, ნატალია ჩიქოვანმა.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში, რომელიც ზუგდიდში 1994 წლიდან ფუნქციონირებს, 50-მდე თანამშრომელია დასაქმებული.

პოლიკლინიკის მთავარი მედდა ბელა ბულისკირია ამბობს, რომ ემსახურებიან 45 ათასამდე დევნილს, რომელთა დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია. იმ შემთხვევაში თუ მომსახურების ტარიფები გაიზრდება, ისინი სამედიცინო დახმარების მიღმა დარჩებიან.
როგორც ბელა ბულისკირია აბობს, პოლიკლინიკის ტატიშვილის ცენტრისთვის გადაცემა მას შემდეგ გადაწყდა, რაც სახელმწიფომ ის ვერ გაყიდა.
დევნილთა პოლიკლინიკის ექიმების პროტესტის საპასუხოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ჯინჭარაძე აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულების გასხვისების პროცესი არ მიმდინარეობს და ეს არის დეზინფორმაცია. ის ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ იგეგმება რამდენიმე პოლიკლინიკის გაერთიანება:
"ჩვენ დავიწყეთ თანამედროვე მართვის სისტემის დანერგვა, რომელიც გულისხმობს პოლიკლინიკების ლოკაციურ გაერთიანებას. აღნიშნული მიმართულია ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებისკენ და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ტარიფების ზრდას. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პოლიკლინიკების მართვას განახორციელებს აფხაზეთის ქონების განკარგვისა და მართვის სააგენტო. ჩვენ ეტაპობრივად განვიხილავდით გაერთიანების საკითხს როგორც პოლიკლინიკების პერსონალთან, ასევე მათ დირექტორებთან, ეტაპობრივად ჩვენი წარმომადგენლები ჩადიოდნენ და მსჯელობდნენ მათთან აღნიშნულ საკითხზე. გაერთიანების შედეგად, სწორი მენეჯმენტის საფუძველზე, მოხდება როგორც პერსონალის ხელფასიების ზრდა, ასევე საერთო ბენეფიციარების ზრდაც", - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
თავის მხრივ აქციის მონაწილე ექიმების განცხადებით, თუ პოლიკლინიკა გასხვისდება, ისინი პროტესტის გაცილებით რადიკალურ ფორმებს მიმართავენ.