5-6 ივლისის მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული - საია
2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან 1 წელი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე
დანაშაულის ყველა
შესაძლო ეპიზოდი სათანადოდ არ არის გამოძიებული, - აცხადებს საია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ დღევანდელი მოცემულობით ნათელია შემდეგი - მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა, თბილისის პროკურატურას არ აქვს ნება, დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი პირები, გენერალური პროკურატურა კი რეაგირების გარეშე ტოვებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხს.
ორგანიზაციისვე თქმით, ამ დრომდე უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება "ტვ პირველის" ეთერში 12 ივნისს გასული სიუჟეტის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამო.
"აქამდე განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ლექსო ლაშქარავას, მირანდა ბაღათურიას, ვახტანგ ქარელის, ილია თვალიაშვილის, რატი წვერავას და დეა მამისეიშვილის საქმეზე გამოაცხადა განაჩენები. ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდში ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე ექვსივე ბრალდებულის მიმართ სრულად დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და თითოეულ ბრალდებულს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სხვა პირების ეპიზოდში სასამართლომ პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლასა და დევნის ნაწილში ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ბრალად წარდგენილი მუხლების ნაწილში მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი გამოიყენა.
მართალია, გამოძიება დაიწყო, მათ შორის, ძალადობის ორგანიზატორთა მიმართ, თუმცა, მისი მიმდინარეობა ბრალდებულთა რაოდენობიდან და გამოძიების ფოკუსიდან გამომდინარე, არ არის ყოველმხრივი და სათანადოდ ეფექტიანი. ეს გამოიხატება იმაში, რომ კონკრეტულ ეპიზოდებთან დაკავშირებით როგორც მოძალადე პირების, ისე - ძალადობის ორგანიზატორების პასუხისმგებლობა არ არის დღემდე გამოკვეთილი. ასევე, აღსანიშნავია, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის განაჩენიც, რომელიც უნდა ყოფილიყო ბრალდების მხარისთვის ორგანიზატორებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ერთგვარი წინაპირობა. განაჩენით დგინდება, რომ სამართალწარმოებისას გამოკვლეულ და დათვალიერებულ იქნა ერთ-ერთი ონლაინ გამოცემის მიერ მოპოვებული ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს ივნისის თვეში ,,ალტ ინფო-ს" მიერ 5 ივლისს განსახორციელებელ მოქმედებებთან დაკავშირებით ერთგვარი გეგმის არსებობას. ჩანაწერის თანახმად, სტუდიაში მიმდინარეობს საუბარი ოთხ პირს შორის, რომლებიც გეგმავენ სამოქალაქო რეაგირების ჯგუფების შექმნას. სიუჟეტში ვითარდება შეხედულება, რომ ძალადობა ასეთ შემთხვევაში დასაშვებია და ძალადობრივი ქმედების განმახორციელებელი პირების მხრიდან სასჯელის მოხდაც პრობლემა არ უნდა იყოს.
ამასთანავე, შემაშფოთებელია "ტვ პირველის" ეთერში 12 ივნისს გასული სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, იკვეთებოდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონკრეტულ თანამშრომელთა პასუხისმგებლობა 5 ივლისს პროცესების მართვის მიზნით განსაკუთრებული მობილიზაციისა და ძალადობრივი ქმედებების მოსამზადებლად კონკრეტული დავალებების გადანაწილების გამო", - აცხადებს საია.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას:
ორგანიზატორების ნაწილში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოძიებაც მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, გამოსაძიებლად გადაეცეს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს;
გვაცნობოს, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო უფლებამოსილი მოხელეების უმოქმედობასა/არაჯეროვანი ქმედების ფაქტთან დაკავშირებით;
საია მიმართავს პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, 5-6 ივლისთან დაკავშირებით გამოიძიონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ შესაძლო ჩადენილი დანაშაულები.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების უფლებებს იცავს. ამ ეტაპზე ისინი ჩართულები არიან 19 პირის საქმეში.
5 ივლისს თბილისში,"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა ჟურნალისტებს სცემეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. თითქმის ყველა მათგანი სხვადასხვა მედიის წარმომადგენელია. განსაკუთრებულად გაუსწორდნენ კონტრაქციის წარმომადგენლები "ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც თავდასხმისგან ჟურნალისტის დაცვას ცდილობდა. მას სახეზე ოპერაციაც დასჭირდა. ლექსო ლაშქარავა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, 11 ივლისს საკუთარ ბინაში დედამ გარდაცვლილი იპოვა.
მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს, რომ შუალედური ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვლილი ოპერატორის სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება და შესაძლოა გარდაცვალების მიზეზიც ზედოზირება იყოს.
ლაშქარავას ოჯახი აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მანამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია და მისი გარდაცვალება 5 ივლისს მიყენებულ მძიმე ტრავმებს უკავშირდება. დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ დასადგენია, გარდაიცვლებოდა თუ არა ლექსო ლაშაქარავა, მანამდე რომ მძიმე ფიზიკური დაზიანებები არ მიეღო.