სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, მისი გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა - ნაყოფია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, კობა ნაყოფიამ კლინიკა
"ვივამედში"
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა. მისი სიტყვებით, მიხეილ
სააკაშვილი ძალიან სუსტად არის და საზღვარგარეთ სამკურნალოდ
გადაყვანას საჭიროებს.
"ის მადლიერია სამედიცინო პერსონალის, მაგრამ, ის საჭიროებს გადაყვანას, რადგან ასეთი ტიპის ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობის პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს. რა თქმა უნდა, მისი გადაყვანა მისი გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან "ვივამედში" 12 მაისს გადაიყვანეს.
სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა 27 აპრილს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. მათი შეფასებით, ბოლო ვიზიტთან შედარებით, რომელიც იანვარში შედგა, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.
16 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
იგივე მოითხოვა ენმ-მ.
ამასთან, აქციები გაიმართა ექსპრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით. მათ შორის, ექიმებმა აქცია ზუგდიდშიც გამართეს. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში მოქმედი სამედიცინო სერვისები ვერ უზრუნველყოფენ მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობას.