ევროკავშირს უნდა დავანახოთ, რომ დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია - ომბუდსმენი
სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველომ უნდა გამოიყენოს ყველა
შესაძლებლობა, ყველა
ფორმატი იმისთვის, რათა ევროკავშირს დაანახონ შემდეგი - ქვეყანაში
დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია და მზად არიან
იბრძოლონ ამ ცვლილებებისთვის.
ნინო ლომჯარია მზადაა, იქ, სადაც საჭირო იქნება, მიმდინარე პროცესში თავადაც ჩაერთოს.
ომბუდსმენი ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ბოლოდროინდელი განცხადებების და მიღებული გადაწყვეტილების გამო, სკეპტიციზმი აქვს, თუმცა ყველაფერი უნდა გააკეთონ პროცესის პოზიტიურად დასასრულებლად.
"არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ პროცესის დანახვა სჭირდება ევროკავშირს. ისინი ელოდებიან, რომ ამ პროცესის შედეგად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის მართლმსაჯულება, ანტიკორუფციული მიმართულება, სამართალდამცავი უწყებები, არჩევნები, გადადგმული იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ამიტომ, ჩვენ რა თქმა უნდა, პროცესს უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ, რამდენად არის ამის მზაობა ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ევროსაბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი მზად არიან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ მაშინ, როცა პირობები შესრულდება. ეს პირობები კი 12 პუნქტს მოიცავს და წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს.
თუმცა, მოძრაობას "შინ ევროპისკენ" არ სჯერა, რომ ხელისუფლება შეასრულებს ამ პუნქტებს. ამიტომ, ისინი ითხოვენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირებას.
მათ ამ მოთხოვნით სამი საპროტესტო აქცია უკვე გამართეს და აღნიშნეს, რომ აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.