რუსულმა არმიამ ხარკოვში 10 რაკეტა ჩამოაგდო - არის მსხვერპლი
უკრაინაინის ქალაქ ხარკოვში დღეს სულ ცოტა 10 რაკეტა ჩამოაგდეს
რუსმა სამხედროებმა. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმების
შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ამის შესახებ ხარკოვის
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი
იუწყება.
"მტერმა კვლავ განახორციელა სარაკეტო იერიში ქალაქზე. წინასწარ ცნობილია 16 დაჭრილი და 3 დაღუპულის შესახებ. ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ", - განაცხადა მან.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკოს თქმით, რუსულმა არმიამ ცეცხლი საცხოვრებელ უბნებს გაუხსნა.
შეგახსენებთ, რომ ასევე საცხოვრებელ კორპუსს დაეცა რუსული რაკეტა დონეცკის ოლქში, ჩასივ-იარში. აქ კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. მაშველები ამ დრომდე მუშაობენ ადგილზე. ვარაუდობენ რომ ნანგრევების ქვეშ დაახლოებით 20 ადამიანია მოყოლილი. მათ შორის 9 წლის ბავშვი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.