”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
სამართალდამცველებმა მოქალაქეთა შორის ფინანსური დავის "ქურდული
წესით" გარჩევის ფაქტი
გამოავლინეს და აჭარაში, თბილისსა და რუსთავში "ქურდულ სამყაროსთან"
კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს. საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი
დაუსწრებლად წარედგინა.
1965 წელს დაბადებული შ. მ, მეტსახელად "ჩატო" და 1972 წელს დაბადებული მ. ფ - "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, ხოლო 1979 წელს დაბადებული გ. ნ., 1979 წელს დაბადებული ვ. ა. და 1968 წელს დაბადებული გ. ც. კი "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს.
მათ გარდა, 1960 წელს დაბადებული ა. ჯ, მეტსახელად "კიკა" და 1969 წელს დაბადებული რ. გ. "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული.
კიდევ ორ პირს, "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თურქეთში მოიძიეს კლიენტი, რომელმაც შეიძინა დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მონეტები ყალბი იყო და ყალბ ოქროში გადახდილი ფულის უკან ამოღების მიზნით, დასახმარებლად მიმართა "კანონიერ ქურდს", მინდია ლავას ოღლის.
მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული სამყაროს" წესების მიხედვით გადაწყვეტის მიზნით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც, მოდავე მხარეებთან, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და "ქურდული სამყაროს" წევრებთან ერთად, პირადად და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდები" - მინდია ლავასოღლი, ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილი.
"გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და კრიმინალური ავტორიტეტები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდს" უკავშირდებოდნენ", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლებელია, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.
"ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.