ახალი ამბები
7 გარდაცვლილი და კორონავირუსის 7 812 შემთხვევა - განახლებული სტატისტიკა
10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, საქართველოში 72 073 ტესტი ჩატარდა. დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა. მათ შორის 302 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

სულ გამოვლენილია 1 675 975 შემთხვევა.

ბოლო ერთ კვირაში გარდაიცვალა 7 პაციენტი.

გამოჯანმრთელდა 4 764.

შვიდი დღის დადებითობის მაჩვენებელია 10.84%.