ახალი ამბები
ხობელი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონია
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა, 15-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია. 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელი, აიხან ჯავადოვი დაამარცხა.

ვახტანგ ლოლუა 17 წლამდელთა შორისაც გახდა გასულ თვეს ევროპის ჩემპიონი.