მეგობრებს შორისაც ხდება გაუგებრობა, უთანხმოებაზე საუბარი უნდა შეგვეძლოს - აშშ-ის ელჩი
ჩვენ საქართველოსთან ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაქვს. ზოგჯერ ხდება
ისე, რომ გაუგებრობა
შეიძლება მოხდეს მეგობრებს შორისაც, - განაცხადა ზუგდიდში მყოფმა
აშშ-ის ელჩმა კითხვის პასუხად, არის თუ არა სანქცირებული ნიკა
გვარამიას საქმის მოსამართლე და როგორ შეაფასებს ის ლაშა ჩხიკვაძის
განცხადებას.
კელი დეგნანის თქმით, როცა გაუგებრობა ხდება, ამ დროს საუბარი და ერთმანეთისთვის სატკივარის გაზიარება მეგობრებს შორის აუცილებელია.
"შეიძლება ეს იყოს დიალოგი პირადი საუბრისას. ასევე, შეიძლება იყოს საჯარო გამოსვლა. ამ შემთხვევაში საჯარო განცხადება გაკეთდა. ამაზე ისაუბრეს და იყო თანამშრომლობა სახალხო დამცველთან, არასმთავრობო ორგანიზაციებთანაც. მათ გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხზე. ეს არის საკითხი, რომლისგანაც წესით არანაირი სკანდალი არ უნდა შეიქმნას. ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული, რუტინული პროცესი, როცა გაცვლითი პროგრამებით მიგვყავს სხვადასხვა სპეციალისტი. მათ შორის მოსამართლეები, პროკურატურის და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში მართლმსაჯულების, სასამართლოს გამჭვირვალობას და დამოუკიდებლობას.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არის რუტინული, ჩვეულებრივი პროცესი, როცა ხდება შერჩევა და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა, დაახლოებით 6 ათას, სხვადასხვა პროფესიის ადამიანს შევუწყვეთ ხელი, რომ მიეღოთ მონაწილეობა ამ პროგრამებში, როგორიცაა საგანმანათლებლო, კულტურული, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული და ა.შ. ამ პროგრამებს დადებითი შედეგი მოაქვს და ის არის ღია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის. ბევრს სწავლობენ და ჩამოაქვთ შემდეგ ეს გამოცდილება. ამიტომ არის ეს გაცვლითი პროგრამები ძალიან პოპულარული", - განაცხადა კელი დეგნანმა.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვეღარ გაემგზავრება. ის აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოიხსნა. მოსამართლის თქმით, მან დღემდე არ იცის, არის თუ არა სანქცირებული. და თუ კი, მაშინ რატომ. ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩომ აღნიშნულ საქმეზე მას ანგარიში მოსთხოვა.
მის საპასუხოდ აშშ-ელჩმა, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ვარაუდი, შეერთებული შტატები ერევა სასამართლო პროცესში, უსაფუძვლოა.
ელჩის მიმართ კითხვა ასევე შეეხო მიხეილ ყაველაშვილის მორიგ განცხადებას, სადაც ის დაინტერესდა, შედგა თუ არა შეხვედრა აშშ-ის ელჩსა და "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. პასუხად კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობს და ამ მიზეზით არ არის საქმის კურსში, რა ისაუბრა ყაველაშვილმა.
კელი დეგნანი ზუგდიდამდე მესტიას და წალენჯიხას სტუმრობდა.