წარმოვადგენ ამერიკის პრეზიდენტს, სახელმწიფოს, ამიტომ პირად თავდასხმად ვერ მივიღებ - ელჩი კრიტიკაზე
მე აქ ვარ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და შესაბამისად,
წარმოვადგენ ამერიკის პრეზიდენტს,
ამერიკის სახელმწიფოს. არ ვიღებ ამ ყველაფერს პერსონალურად, -
განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა "ლაივპრესის" კითხვის პასუხად,
მის მიმართ გახშირებული კრიტიკული განცხადებები უშუალოდ დიპლომატს
ეხება, თუ ანტი პიარ კამპანია ამერიკის შეერთებული შტატებისკენ არის
მიმართული.
"მე ვარ ოფიციალური წარმომადგენელი და შესაბამისად, ვერ მივიღებ ამას პირადად ჩემს თავდასხმად და ჩემს წინააღმდეგ პიარ კამპანიად. თუმცა, მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, როგორც პარტნიორები, ყოველთვის ერთმანეთს ვერ დაეთანხმებიან. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, განვიხილოთ, დავსხდეთ და ვისაუბროთ ამის შესახებ. თუმცა, საზოგადოება არის ძალიან პოლარიზებული და ეს თემა არის ძალიან რთული. არ არის ეს მარტივი საკითხი ქვეყნისთვის. მე ორ-ნახევარი წელია საქართველოში ვიმყოფები და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობ, ყოველთვის მხარი დავუჭირო, დავეხმარო როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ისე ლიდერებს, რომ გაერთიანდნენ და როგორღაც გამონახონ საერთო ენა", - განმარტა კელი დეგნანმა.
ელჩის თქმით, გამოსავალი აუცილებლად უნდა მოიძებნოს, კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე კი, ერთობლივი მუშაობაა საჭირო. მანვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის დაუჭერს მხარს და ეცდება, საერთო მიზნების გარშემო ხელი შეუწყოს საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის დაახლოვებას.
კელი დეგნანთან ინტერვიუ სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მიმართ გახშირდა კრიტიკული განცხადებები ერთის მხრივ ნიკა გვარამიას მოსამართლის, მეორეს მხრივ კი, უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატების მხრიდან. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ელჩის პასუხს მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილზე შეურაცხმყოფელი უწოდა.
ამასთან, მინისტრი თეა წულუკიანი მიესალმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ "ზეწოლის" გასაჯაროვებას.
კერძოდ, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვეღარ გაემგზავრება. ის აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოიხსნა. მოსამართლის თქმით, მან დღემდე არ იცის, არის თუ არა სანქცირებული. და თუ კი, მაშინ რატომ. ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩომ აღნიშნულ საქმეზე მას ანგარიში მოსთხოვა.
მის საპასუხოდ აშშ-ელჩმა, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ვარაუდი, შეერთებული შტატები ერევა სასამართლო პროცესში, უსაფუძვლოა.
მერიკის შეერთებული შტატების ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ახალგაზრდებს, ბიზნესის სფეროში დასაქმებულებს შეხვდა. ვიზიტის დასასრულს, "ლაივპრესმა" ელჩთან ინტერვიუ ჩაწერა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპერსპექტივას, კანდიდატის სტატუსის მოლოდინს, მის მიმართ გახშირებულ კრიტიკულ განცხადებებს და ოკუპაციას.