ახალი ამბები
ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ფული და პოლიტიკა - აშშ-ის ელჩი დეოლიგარქიზაციაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, ყველა იმ პირობის შესრულება, რასაც ევროკომისია ითხოვს, საქართველოს დეოლიგარქიზაციამდე მიიყვანს. კელი დეგნანი ამბობს, რომ მე-19 საუკუნეში ამერიკაც იდგა იგივე გამოწვევების წინაშე, თუმცა პრობლემა შესაბამისი კანონის მიღების შემდეგ გადაიჭრა.

"კონტროლი ეკონომიკაზე, საზოგადოებაზე, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მიუღებელია. ევროკომისიის რეკომენდაციებში რა ჩამონათვალიც არის, ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას, მათ შორის მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა, ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება, საბოლოო ჯამში მიგვიყვანს დეოლიგარქიზაციამდე. მთავარი არის ერთი რამ - ისეთი სისტემა შეიქმნას, რაც უზრუნველყოფს სამართლიან ეკონომიკურ-პოლიტიკურ, ძლიერი საზოგადოების და ქვეყნის ჩამოყალიბებას. აქ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და არ უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული ფული და პოლიტიკა. არ უნდა იყოს პერსონიფიცირებული, ერთი პირი არ უნდა აკონტროლებდეს ან პოლიტიკას, ან ეკონომიკას. დეოლიგარქიზაცია არ ნიშნავს, რომ რომელიმე ერთ პერსონაზე იყოს საუბარი. არაპროდუქტიულია ცალკეულ პერსონებზე საუბარი", - განაცხადა ელჩმა "ლაივპრესთან" ინტერვიუში.

კელი დეგნანის თქმით, მთავარია საზოგადოების ნდობა და შესაბამისი, სწორი სისტემის ჩამოყალიბება და თუ მოსახლეობას ექნება ნდობა პროცესების მიმართ, მაშინ ეს უკვე ნიშნავს, რომ საქმე ნამდვილად გვაქვს დემოკრატიულ სისტემასთან. ამ ყველაფრის შედეგი კი, ელჩის განმარტებით, სწორედ დეოლიგარქიზაცია იქნება.

დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის ერთ-ერთი პირობაა. თავის მხრივ, საქართველოში ოპოზიცია წლებია საუბრობს, რომ ქვეყანა ერთი ადამიანის, "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება ამ დრომდე. ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ ივანიშვილი პოლიტიკას ჩამოშორდა და სახელმწიფოს მართვის პროცესში აღარ მონაწილეობს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 პუნქტის შესასრულებლად შემუშავებული გეგმა პირველ ივლისს წარადგინა. მათ შორის საუბარი შეეხება დეოლიგარქიზაციასაც. მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე იმუშავებს. კანონპროექტს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა, საკანონმდებლო ორგანო კი მას 29 ნოემბრამდე მიიღებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.