ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებში - კობახიძე
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირის
ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ მხოლოდ უარყოფით
როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ირაკლი
კობახიძემ ამ სიტყვებით შეაფასა დიპლომატის მუშაობა. მისი თქმით,
მმართველი გუნდი ერიდებოდა ჰარცელზე მთელი ამ ხნის განმავლობაში,
სხვადასხვა მიზეზის გამო მის მუშაობაზე კომენტარის გაკეთებას, ვიდრე
ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი.
"მათ შორის იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში. თუმცა დღეს, როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კარლ ჰარცელი ევროკავშირის ელჩის პოზიციაზე 2018 წლის სექტემბრიდან მუშაობდა. მას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება.
მის შემცვლელად საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა პაველ ჰერჩინსკი წარადგინა.
თავის მხრივ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მეუღლესთან, მეტე ჰარცელთან ერთად გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ელჩი მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრობს.