ახალი ამბები
ზუგდიდელმა მოჭადრაკემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საერთაშორისო ფესტივალზე
ზუგდიდელმა მოჭადრაკემ, ცოტნე ქვარცხავამ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე "ნანა ალქესანდრიას თასი - 2022".

ფესტივალის C ღია ტურნირში, რომელშიც 1800-ზე ნაკლები ფიდეს რეიტინგის მქონე მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ, ცოტნე ქვარცხავამ 9 შესაძლებლობიდან 6.5 ქულით 65 მონაწილეს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

საჭადრაკო ფესტივალი მოიცავდა A, B, C, D ღია ტურნირებს, ასევე 10 და 8 წლამდე ასაკობრივ ტურნირებს და ორ ღია ბლიც-ტურნირს.

შეჯიბრში სულ 10-მდე ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.

D ღია ტურნირში ასევე ზუგდიდელმა გრიგოლ ბეჭვაიამ 6.5 ქულით მეოთხე პოზიცია დაიკავა.

8 წლამდე ჭაბუკთა შორის 6 ქულით ათეულში მოხვდა ანდრია ჯახაია.