ფოთელი მოჭადრაკე საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია
8 წლის ფოთელი მოჭადრაკე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის
გამარჯვებულია. გიორგი წულაიამ ფოთის საერთაშორისო
საჭადრაკო ფესტივალზე - "ნანა ალქესანდრიას თასი - 2022", 9
შესაძლებლიდან 8.5 ქულა მოიპოვა და 8 წლამდელთა ტურნირზე პირველი
ადგილი დაიკავა.
ამასთან, ასევე ფოთელი დიანა ლომაიას გამარჯვებით დასრულდა ფესტივალის ბლიც ტურნირი ქალთა შორის. დიანამ 9 შესაძლებლობიდან 6 ქულა აიღო.
ფესტივალზე ზუგდიდელმა მოჭადრაკემ, ცოტნე ქვარცხავამ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან 9 შესაძლებლობიდან 6.5 ქულით 65 მონაწილეს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

შეჯიბრში სულ 10-მდე ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.
საერთაშორისო ფესტივალზე 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე ასპარეზობს და მისი საპრიზო ფონდი 45 000 ლარია.