ომის რიტორიკას არათუ არ ემიჯნებით, მისი წახალისება თქვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა - მორიგი წერილი აშშ-ის ელჩს
საქართველოს პარლამენტის წევრები, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და
მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავენ.
დეპუტატების თქმით, უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ელჩს რამდენიმე კითხვით მიმართეს, თუმცა არცერთ მთგანზე პასუხი არ მიუღიათ.
როგორც წერილშია ნათქვამი შეკითხვაზე პასუხის არგაცემით, კელი დეგნანმა დატოვა ერთადერთი დასკვნის გამოტანის საშუალება, რომ ომის რიტორიკას არათუ არ ემიჯნება, არამედ მისი წახალისება პრინციპული გადაწყვეტილებაა.
"კიდევ ერთხელ შეგახსენებთ აღნიშნული შეკითხვების შინაარსს:
ჩვენ გვაინტერესებდა, ემიჯნებოდით თუ არა ქართველი რადიკალების, მათი უცხოელი ლობისტებისა და უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლების რიტორიკას, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ იყო მიმართული (სათითაოდ აღარ გავიხსენებთ გიგაურის, ლომჯარიას, უსუფაშვილის, მარგველაშვილის, ჩერგოლეიშვილის, ჭიაბერაშვილის, მშვილდაძის, სანაიას, პოდოლიაკის, არესტოვიჩის, გონჩარენკოს, დანილოვის, არახამიას, კასიანოვის, ილვესის და სხვების პირდაპირ თუ ირიბ მოწოდებებსა და განცხადებებს, რომლებიც საქართველოში ომის იდეის მომწიფებას ისახავდა მიზნად; აღარ გავიხსენებთ არც სანქციების დაწესებასთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებულ უმძიმეს პროვოკაციებს; აღარ გავიხსენებთ არც ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას სანქციების არდაწესებისა და მოხალისეების არგაგზავნის გამო). ქალბატონო ელჩო, ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ფაქტებს თქვენ ტყუილი უწოდეთ, თუმცა, ჩვენს მიერ ნახსენები ყველა განცხადება საჯარო სივრცეში გაკეთდა და ისინი მედიამ ფართოდაც გააშუქა. შეკითხვაზე პასუხის არგაცემით, თქვენ დაგვიტოვეთ ერთადერთი დასკვნის გამოტანის საშუალება, რომ ომის რიტორიკას არათუ არ ემიჯნებით, არამედ მისი წახალისება თქვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა. ჩვენი ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ ნინო ლომჯარიასთან თქვენი დემონსტრაციული შეხვედრაც ამის უტყუარი მტკიცებულებაა. ჩვენი ეს ლოგიკური დასკვნა თავად ლომჯარიამაც დაადასტურა, როდესაც თქვა, რომ თქვენი შეხვედრა მისთვის მხარდაჭერის ღიად დაფიქსირებას ისახავდა მიზნად. ლომჯარიასთან შეხვედრით ქართულ საზოგადოებას თქვენ ღიად უთხარით, რომ საქართველოს მიერ სანქციების არდაწესებასა და საქართველოში "ბომბების ცეცხლს" შორის უპირატესობას თქვენც საქართველოში ბომბების ცეცხლს ანიჭებთ. ალბათ, ხვალ კიდევ ერთ თქვენს ფავორიტს, ეკა გიგაურსაც შეხვდებით, რომელმაც სათქმელი კიდევ უფრო ნათლად გამოხატა და განაცხადა, "რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთო". აქვე გავიხსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ თქვენ ნიშანდობლივი განცხადება გააკეთეთ – "როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგო". ომის რიტორიკის ღია მხარდაჭერის ფონზე, ეს ფრაზა საბოლოოდ ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რადიკალების მიერ წარმოებული კამპანიის მხარდაჭერა არა თქვენი პოლიტიკური სუბიექტივიზმის, არამედ წინასწარ მოფიქრებული გეგმის გამოხატულებაა", - ნათქვამია დეპუტატების ღია წერილში.
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ასევე ამბობენ, რომ მათ ვერ მიიღეს პასუხი შეკითხვაზე, გქონდა თუ არა ელჩს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ კელი დეგნანი არათუ არ ემიჯნება ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებს მას.
ისინი წერილში ასევე თხოვნით მიმართავენ "ქართლი ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ამერიკის ელჩმა არ გასცა პასუხი შეკითხვას შეხვედრასთან დაკავშირებით, თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა მასსა და კელი დეგნანს შორის 24 თებერვლის შემდეგ და თუ გაიმართა, ვისი ინიციატივით და რა საკითხი იქნა მასზე განხილული.
"ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა მანამდეც არაერთხელ გააკრიტიკეს აშშ-ის ელჩი, რასაც თავად კელი დეგნანმა რუსული ფსბ-ის სცენარი უწოდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა კელი დეგნანის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკის საპასუხოდ თქვა, რომ ელჩს ვაშინგტონისგან სრული მხარდაჭერა აქვს. თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მსგავსი ქმედებები პარტნიორობას არ შეესაბამება.