ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს ზუგდიდელი ქალი
აფხაზეთში, ე.წ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ზუგდიდის
მკვიდრი, 24 წლის ქრისტინა
თაკალანძე დააკავეს "ჯაშუშობის" ბრალდებით. დე ფაქტო სუს-ის ცნობით,
ის გალის სოფელ ნაბაკევის მცხოვრებია. მათივე განმარტებით, დაკავებული
"საქართველოს მოქალაქეა და არა აფხაზეთის".
ე.წ. სუს-ის განმარტებით, ქრისტინა თაკალანძე, მიზანმიმართულად, საგარეო დაზვერვის დავალებით, სპეცსამსახურების ინტერესებით ნაკარნახევი მოტივით, ეწეოდა დანაშაულებრივ ქმედებას, რომლის მიზანიც იყო ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებისთვის გადაცემა. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ გამოყენებულიყო აფხაზეთში "კონსტიტუციური წესრიგის" და "სუვერენიტეტის" საზიანოდ.
სოხუმმა დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა "ჯაშუშობის" ბრალდებით.
"ამჟამად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები, მოქალაქე თაკალანძის მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მტკიცებულებებისა მოპოვების მიზნით", - ვკითხულობთ დე ფაქტო სუს-ის განცხადებაში.