„ქართული ოცნება“ გურამ მაჭარაშვილმაც დატოვა
პარლამენტარმა გურამ მაჭარაშვილმა "ქართული ოცნება" დატოვა და
საპარლამენტო თანამდებობები დატოვა.
ის მმართველი პარტიიდან წასულ დიმიტრი ხუნდაძეს, სოზარ სუბარსა და
მიხეილ ყაველაშვილს შეუერთდება. ისიც მათ მსგავსად ამბობს, რომ
"ქართული ოცნების" წევრობა შეიძლება გარკვეული დამაბრკოლებელი ფაქტორი
იყოს საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების, ეს
გადაწყვეტილებაც იმიტომ მიიღო, რომ როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა,
ისე იმოქმედოს.
გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ პარტიასთან შეუთავსებელი პოლიტიკური ხედვები არ აქვს.
"არ ვიქნები პირველი, თუ ვიტყვი, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს საკმაოდ რთული პოლიტიკური პროცესები, გამომდინარე აქედან, საქართველო ბუნებრივია ვერ იქნება გამონაკლისი. აქაც არსებობს გამოწვევები. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი და შესაბამისად, საზოგადოებისგანაც ჰქონდა ადეკვატური რეაგირება ამ წერილზე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორია ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება", - აღნიშნა მან.
სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა მმართველი პარტია, ფრაქცია და საპარლამენტო თანამდებობები ივნისის ბოლოს დატოვეს. მათი თქმით, მიზეზი ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი იყო. დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს პოლიტიკურ მოვლენებზე. სწორედ ამიტომ, სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი.