სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, გუდაურის კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა
გუდაურში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის
საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრთან,
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის
ჩამოვარდნის გამო, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აიკრძალა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.