ბორტზე მყოფი 8-ვე პირი დაღუპულია, დაიღუპა უცხოელი პარაპლანისტიც - შს მინისტრი
სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი
რვავე ადამიანი გარდაცვლილია.
განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც
გუუდაურში ჩავიდა.
მინისტრის თქმით, გარდაცვლილია ასევე უცხოეული ტურისტიც, ვის გადასარჩენადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ერთი ქართველი კი, ვინც პარაპლანით ფრინავდა, დაშავდა.
მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს. მისივე თქმით, შეისწავლიან, თუ რამ გამოიწვია ვერტმფრენის ვარდნა.
"პარაპლანით ფრენები ნამდვილად დიდი პრობლემაა. თითქმის დღე არ გავა არ ჩატარდეს სამაშველო ოპერაცია. არის გარდაცვალების ფაქტებიც. ალბათ უნდა ვიმუშაოთ ამაზე, გამკაცრდეს რეგულაციები, ან საერთოდ აიკრძალოს. არ ვიცი რატომ ხდება ასე ხშირად პარაპლანის ჩამოვარდნა. არ ვიცი ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები. ეს ლიცენზიაც როგორ გაიცემა.. უნდა შევისწავლოთ. მანამდე უნდა შეჩერდეს პარაპლანებით ფრენა. შესწავლის შემდეგ გაიცეს ლიცენზია ისეთ ადამიანებზე, ვინც ნამდვილად პროფესიონალია", - განაცხადა მინისტრმა.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.