ახალი ამბები
„ოცნებიდან“ წასული დეპუტატები საზოგადოებრივ მოძრაობას „ხალხის ძალა“ ქმნიან
FaceBook Twitter
E-mail Print
"ქართული ოცნებიდან" წასული აფუძნებენ საზოგადოებრივ მოძრაობას "ხალხის ძალა". გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხალხი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც პოლიტიკის კულისებში ვითარდება. ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში კი, განმარტავენ - საზოგადოება შეიძლება დარჩეს დაუცველი იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც საქართველოში მშვიდობას და ქვეყნის დამოუკიდებლობას ემუქრება.

მათ არ გამორიცხეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, თუ დაინახავენ, რომ ხელისუფლება "ომთან დაკავშირებულ წნეხს" ვეღარ უძლებს, საზოგადოებრივ მოძრაობას პოლიტიკურ პარტიადაც გარდაქმნან.

"ხალხის ძალა" დაფუძნდება როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულ ჩვენს თანამოქალაქეებს, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტარებს, საკრებულოს წევრებს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს გააერთიანებს. მისი უმთავრესი მიზანი იქნება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ხალხი არის უმაღლესი სუვერენი სახელმწიფოში, ინფორმირებული საზოგადოება კი არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ხალხმა საკუთარი ძალაუფლება სათანადოდ განახორციელოს და ქვეყანა საშინაო თუ საგარეო საფრთხეებისგან დაიცვას.

საზოგადოება დაიღალა გარედან თავს მოხვეული პოლარიზაციით, რომელიც პოლიტიკურ სისტემას გაჯანსაღებისა და სათანადოდ განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს. 2012 წლიდან, ხელისუფლება იძულებული იყო, გარკვეული ანგარიში გაეწია გარე ძალებისთვის, რომლებიც დანაშაულებრივ და თავისი არსით სრულიად ანტიევროპულ პოლიტიკურ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას ხელოვნურად ასულდგმულებენ. საზოგადოების სათანადოდ ინფორმირება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ სახელმწიფო მომავალში მეტად იყოს დაცული ამგვარი ჩარევისგან, რომელიც კრიმინალების მფარველობისა და დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის გზით, პოლიტიკური ველის პოლარიზაციისა და პოლიტიკური სისტემის სიმყიფის ხელოვნურად შენარჩუნებისკენ არის მიმართული. სწორედ ინფორმირებულმა ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაიცვას საქართველოში დემოკრატიული სისტემა, სახელმწიფო ინსტიტუტები და სამართლის უზენაესობა, რომლის გარედან შერყევის არაერთი უხეში მცდელობის მომსწრეც გავხდით განსაკუთრებით გასული ორი წლის განმავლობაში.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ მმართველი პარტიის დატოვების მთავარი მიზეზი გახდა საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე, რომლის პროვოცირების მცდელობაც იმავე გარე ძალებს უკავშირდება. მიგვაჩნია, რომ ომის საფრთხე ახლაც რეალურია და მისი თავიდან აცილების გარანტია მხოლოდ საზოგადოების სათანადოდ ინფორმირებამ შეიძლება შექმნას. ვფიქრობთ, მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია უზრუნველყოს ქართული სახელმწიფოს დაცვა უმძიმესი ზეწოლისგან, რომელიც გასული თვეების განმავლობაში 308 ევროპარლამენტარის მიერ მხარდაჭერილი ევროპარლამენტის რეზოლუციით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებით და გარე ძალების მიერ რადიკალური ოპოზიციისა და მისი რადიკალური ქმედებების დაუფარავი მხარდაჭერით, მათ შორის პოლიტიზებული ენჯეოებისთვის ნიღბის სრულად ჩამოხსნით გამოიხატა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ამერიკის ელჩს მივმართეთ უმარტივესი შეკითხვებით ამ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ:

- ემიჯნებოდა თუ არა საელჩოს თანამშრომლის მიერ მოსამართლეზე მისი სახელით განხორციელებულ ზეწოლას;

- ემიჯნებოდა თუ არა ბაკურიანის შეკრებას, ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნას, აგრეთვე რადიკალური ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლების განცხადებებს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, რომლებიც ამერიკის სახელით კეთდებოდა;

- ემიჯნებოდა თუ არა მეორე ფრონტისკენ მიმართულ რიტორიკას, რომელსაც ტირაჟირებენ, ერთი მხრივ, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც მჭიდრო კოორდინაციაში არიან აშშ-სთან, ხოლო, მეორე მხრივ, ის ქართველი პოლიტიკოსები, "ენჯეოშნიკები" და ე.წ. ჟურნალისტები, რომლებიც საელჩოს განსაკუთრებით ხშირი სტუმრები არიან;

- ემიჯნებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებასა და მისი სანქცირების მოთხოვნას, აგრეთვე განცხადებებს არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, რომლებიც მმართველობის სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად;

- ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე გამოთქვამდა თუ არა უკმაყოფილებას ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციით, დაჟინებით ითხოვდა თუ არა მისგან პოლიტიკაში დაბრუნებას და ითხოვდა თუ არა ასეთივე დაჟინებით რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

ამერიკის ელჩს ამ კითხვებზე შეეძლო მარტივი პასუხების გაცემა, რაც საზოგადოებას დაარწმუნებდა, რომ: საელჩო არ ცდილობს სასამართლოზე არაფორმალური, კლანური გავლენის მოპოვებას; საელჩო არ ცდილობს ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას; საელჩოს არ სურს საქართველოს ომში ჩართვა; საელჩო არ ცდილობს საქართველოს ომში ჩასართავად ბიძინა ივანიშვილის ღია თუ ფარული არხებით დაშანტაჟებას", - ნათქვამია განცხადებაში.

დეპუტატები ამბობენ, რომ კითხვების უპასუხოდ დატოვება საზოგადოებას საპირისპიროში არწმუნებს. მათივე თქმით, თუ საზოგადოებას გაუმყარდა რწმენა, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა სურს და ხელისუფლების სიჯიუტის ფონზე, მას აქეთკენ მიმავალ ერთადერთ გზად, ხალხის ნების წინააღმდეგ, "უსამშობლო ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნება ესახება", მაშინ საქართველოში ამერიკის რეპუტაციას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება, რაზეც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, ამერიკის ელჩს დაეკისრება.

დეპუტატები ირწმუნებიან, რომ მათი მიზანი არა დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმა, არამედ სწორედ დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაცვაა საქართველოში.

ბოლო პერიოდში გახშირდა ამერიკის და ევროკავშირის ელჩებზე თავდასხმა ხელისუფლების, თუ "ოცნებიდან" წასული დეპუტატების მხრიდან. აშშ-ის ელჩმა მის მიმართ გახშირებულ კრიტიკას "ლაივპრესთან" ინტერვიუში უპასუხა. დიპლომატის განცხადებით, ის წარმოადგენს ამერიკის პრეზიდენტს, სახელმწიფოს, ამიტომ პირად თავდასხმად ამ ყველაფერს ვერ მიიღებს.

თაის მხრივ, ელჩს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.

თავდასხმის ობიექტი გახდა კარლ ჰარცელიც, რომელსაც უფლებამოსილების ვადა სექტემბერში ეწურება. პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ამაზე კი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, უფრო ადრე ვერ ისაუბრეს, სანამ ჰარცელი მოქმედი ელჩი იყო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.