ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ჰქონდა კოვიდი გადატანილი - ინფექციონისტი
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, დაკვირვება აჩვენებს,
რომ ამჟამად ყველაზე მეტად კორონავირუსით ინფიცირდებიან ისინი, ვისაც
ადრე არ ჰქონდა გადატანილი. ანუ წინა ტალღებს გადარჩენილი
სეგმენტი.
ინფექციონისტი მოსახლეობას ურჩევს, სწრაფი ან პისიარ ტესტი სიმპტომების დაწყებისთანავე გაიკეთონ. მისი თქმითვე, რეკომენდაცია, რომ ტესტის გაკეთება დაყოვნებულიყო სიმპტომების დაწყებიდან 2-3- დღე, ძალაში აღარ არის.
რეკომენდაციებს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"როგორც მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად მოიმატა შემთხვევათა რაოდენობამ და შესაბამისად, შეკითხვებმაც. ვეცდები შევაჯამო, ყველაზე ხშირად რაც აინტერესებთ ადამიანებს:
გულისრევა, ღებინება და ფაღარათი საკმაოდ ხშირი სიმპტომებია. ზოგჯერ არასწორად ჟღერდება, რომ ეს არის თანდართული "ენტეროვირუსი", სინამდვილეში, ეს კოვიდის საკმაოდ ჩვეულებრივი სიმპტომებია და დამატებითი მკურნალობა არ ჭირდება. არც გადასხმა, თუ პაციენტი ადექვატურად იღებს სითხეს.
ყელის ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ძალიან ინტენსიურია. ესეც თვითონ კოვიდის სიმპტომია და დამატებით ანტიბიოტიკოთერაპიას არ საჭიროებს. ცხადია, თუ ტკივილი შემაწუხებელია, იბუპროფენი ან პარაცეტამოლი შეიძლება შევაშველოთ.
მაღალი ტემპერატურა, რომელიც, როგორც წესი, 2-3 დღე გრძელდება მხოლოდ და საჭიროებისამებრ სიცხის დამწევი შეგვიძლია გამოვიყენოთ.
ფილტვის დაზიანება ბევრად ნაკლებად გვხვდება, ვიდრე წინამორბედი შტამების დროს. ამიტომ (არც ადრე იყო საჭირო, მაგრამ მითუმეტეს ახლა), ტომოგრაფიის გაკეთება არ არის საჭირო.
სწრაფი ტესტი ან პისიარ შეგვიძლია გავიკეთოთ სიმპტომების დაწყებისთანავე (ადრე არსებობდა რეკომენდაცია, რომ ტესტის გაკეთება დაყოვნებულიყო სიმპტომების დაწყებიდან 2-3- დღე. ახლა ასეთი რეკომენდაცია არ არის). უსიმპტომო ადამიანებს, ვინც იყო კონტაქტში და სურთ ტესტის გაკეთება, ჯობია დაიცადონ კონტაქტიდან დაახლოებით 5 დღე.
c რეაქტიული ცილა შეიძლება მომატებული იყოს, როგორც ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს, და როგორც ადრე ვწერდი, ეს არ ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკი გვჭირდება.
D დიმერის გაკეთება არ არის საჭირო მხოლოდ კოვიდის დიაგნოზის გამო, თუ პაციენტს ამ გამოკვლევის სხვა რაიმე ჩვენება არა აქვს.
სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს, მაგრამ დაკვირვება აჩვენებს, რომ ამჟამად ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ქონდა კოვიდი გადატანილი, ანუ მოსახლეობის წინა ტალღებს გადარჩენილი სეგმენტი ,- წერს ინფექციონისტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს. ბოლო ერთ კვირაში ქვეყანაში 76 309 პირი გამოიკვლიეს. დადასტურდა ვირუსის 11 802 ახალი შემთხვევა. აქედან სამეგრელოს რეგიონში 737 გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 15.47%-ია. საანგარიშო პერიოდში გარდაიცვალა 10 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 10 233.