„დინამო“ ზუგდიდი "გაყიდული თამაშების" საქმის გამოძიებას და მტკიცებულებების გასაჯაროვებას ითხოვს
14:54 / 03.08.2022
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგიდან დისკვალიფიცირებული
"დინამო" ზუგდიდის
ხელმძღვანელობა ითხოვს, პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება იმ
ბრალდებების საფუძველზე, რომლის გამოც გუნდი მესამე ლიგაში დააქვეითეს
და ფეხბურთის ფედერაციის ფონდიდან დაფინანსებაც შეუწყვიტეს. საქმე
ეხება გაყიდულ თამაშებს, რაშიც კლუბს ადანაშაულებენ.
მოთხოვნა "დინამო" ზუგდიდის პრეზიდენტმა ზაზა ჯანაშიამ და კლუბის ადვოკატმა, ჯიმშერ ტყებუჩავამ დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე გაახმოვანეს. ისინი ირწმუნებიან, რომ თამაშები არავის გაუყიდია, და რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბი სრულიად უმიზეზოდ გაწირა.
ზაზა ჯანაშია აცხადებს, რომ დისკვალიფიკაციის შედეგად გუნდმა და ქალაქმა ძალიან იზარალა, რადგან აქ ფეხბურთი უყვართ და თავის მხრივ ყველაფერს აკეთებდნენ განვითარების და წინსვლისთვის. მისივე თქმით, ფედერაცია მათ ორი თამაშის გაყიდვას ედავება.
"გუნდი მეოთხე ადგილზე მყავდა და იმნაირი რაღაც მომდეს, ვერ გავიგე რატომ, რის გულისთვის დაგვჩაგრეს. ჩემთან 60 ადამიანი მუშაობს, რომლებიც უხელფასოდ დატოვეს. ვუთხარი ფედერაციას, რას აკეთებთ, ხალხი უმუშევრად რჩება მეთქი. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, ვერანაირი მტკიცებულება ვერ დამიდეს. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ზუმით შეხვედრაზე ორი სიტყვაც არ მათქმევინეს. პროკურატურას გადავცემთო მასალებს. ჩვენც ველოდებოდით. როგორც პრეზიდენტი, როცა ფეხბურთელებს ბრალს დებენ, ვალდებული ვარ ველოდო. გამოვიდა ბატონი მუჯირი და რომ ამბობს, პროკურატურას გადავეცითო. ეს ვერაფერი ვერ ვნახე", - განაცხადა ზაზა ჯანაშიამ.
კლუბის პრეზიდენტი ამბობს, რომ გუნდი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს მეორე ლიგაში და აღუდგეთ დაფინანსება. ჯანაშიას თქმით, ის რაც მოხდა, მისი სახელის გატეხვასთან ერთად, ქალაქის შეურაცხყოფაცაა და მიუხედავად იმისა, რომ აკეთებდა საქმეს, რასაც მოსახლეობა გულშემატკივრობდა, "ვიღაცებს" ეს არ მოეწონათ.
ზაზა ჯანაშია დაკისრებული სანქციის გადახდას არ აპირებს. მისივე გამარტებით, როცა ისმის ბრალდებები, ამ ყველაფრის მტკიცებულებებით გამყარებაა საჭირო, რაც არ მომხდარა. სწორედ ამიტომ განმარტავს - რაც არ ყოფილა, იმაზე ფულს არავინ არ გადაიხდის.
"ჩემს გუნდში მაგნაირი რაღაც არ ხდება და არც მოხდებოდა. ვინც ბრალი დაგვდო, კეთილი ინებონ და გამობრძანდნენ, გაასაჯაროვონ მტკიცებულება, ან გუნდი დააბრუნონ იქ, სადაც იყო", - აღნიშნა "დინამო" ზუგდიდის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, კლუბის უფლებადამცველი ჯიმშერ ტყებუჩავა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციამ საჯაროდ დაადანაშაულა ისინი თამაშების გაყიდვაში, პროკურატურა ვალდებული იყო საქმე აღეძრა. დღევანდელი პრესკონფერენციის მიზანიც ის არის, მოუწოდონ საგამოძიებო ორგანოს, დაიწყოს გამოძიება ბრალდებების საფუძველზე. ადვოკატს იმედი აქვს, რომ პროკურატურა კვალიფიციურად გამოიკვლევს მომხდარს და კლუბის სიმართლეც დამტკიცდება. მანამდე კი ირწმუნება, რომ სქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ, "დინამო" ზუგდიდი "განტევების ვაცად" იქცა.
"არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება გარდა ორი წერილისა. ერთი არის უეფადან მოსული წერილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საფუძველია ამა თუ იმ საქმის აღძვრის. და მეორე, იგივე ფედერაციის სპორტული სამართლიანობის განყოფილების ხელმძღვანელ ბზიკაძის ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელიც არ წარმოადგენდა ამ კონკრეტულ, უეფას რაპორტში მითითებული თამაშების ოფიციალურ კომისარს. შესაბამისად, მას არ ჰქონდა არავითარი უფლება მატჩის გარშემო გაეკეთებინა ნებისმიერი მოხსენებითი ბარათი და მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას არავითარი იურიდიული ძალა არ აქვს", - განმარტავს უფლებადამცველი.
კლუბის წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მათ თავის მართლების და დაცვის შესაძლებლობა არ მისცა. ჯიმშერ ტყებუჩავას თქმით, სხვადასხვა ინსტანციის სხდომაზე არცერთი ფეხბურთელი არ მოუწვევიათ. ადვოკატი კიდევ ერთ გარემოებას უსვამს ხაზს - მისი თქმით, "დინამო" ზუგდიდს ჯერაც არ მიეღო სადისციპლინო კომიტეტის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომ ფედერაციის ფონდიდან მიიღეს წერილი დაფინანსების შეწყვეტაზე. ეს კლუბის ხელმძღვანელობას უმყარებს ეჭვს, რომ მათ წინააღმდეგ მზადდებოდა კამპანია და ისინი უბრალოდ გაწირეს.
ჯიმშერ ტყებუჩავას განცხადებით, სწორედ გამოძიების დასადგენია კლუბზე თავდასხმის მიზეზები. თავად ეჭვები აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულად საუბრის უფლება არ აქვს.
"არის სერიოზული წყალქვეშა დინებები. ეჭვს გამოვთქვამ, რომ იმის გამოისობით, რომ ფეხბურთის ფედერაციამ არ გადასცა პროკურატურას მასალები, ვიღაც ხელს აფარებს.. ფედერაციაში არის, ან შეიძლება იყოს გუნდი, შეიძლება იყვნენ კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც ამ თაღლითურ სისტემაში არიან ჩართულები და ხელს აფარებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ თამაშებს აკეთებენ და უეფასთვის საჩვენებლად "დინამო" ზუგდიდი გაწირეს", - ამბობს ადვოკატი.
ჯიმშერ ტყებუჩავას თქმით, მათ ფიფას და უეფას შესაბამისი განცხადებებით უკვე მიმართეს. პარარელურად კი, საქალაქო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, რომლითაც იმ გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვენ, "ყოველგვარი გამოძიების და კვლევის გარეშე", გუნდი ჩემპიონატიდან რომ მოკვეთეს. უფლებადამცველი ამბობს, რომ ყველა დარღვევის შესახებ უეფას და ფიფას აცნობეს და უმოკლეს დროში რეაგირებასაც ელოდებიან.
გაყიდული თამაშების საქმეზე გამოძიების დაწყება რადენიმე დღის წინ პარლაენტარმა, ენმ-ს წარმომადგენელმა ანა წითლიძემაც მოითხოვა. მან მიმართა ფეხბურის ფედერაციას, გაასაჯაროვოს ფაქტები, თუკი არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში განმარტონ, რატომ დისკვალიფიცირდა კლუბი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის გამო ზუგდიდის "დინამოს" სასჯელი დაეკისრა მიმდინარე წლის მაისში.
კერძოდ, ზუგდიდის "დინამო" მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში. ასევე, დისკვალიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან და 10 000 ლარითაც დაჯარიმდა.
გარდა ამისა ფეხბურთელებს, ნიკა აფხაზავას, ნიკოლოზ ბერიშვილს და ავთო ენდელაძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით. თითოს დაეკისრა 5 ათასი ლარის გადახდა. ხოლო სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუას და როინ ჩხაიძეს 6 თვის ვადით აუკრძალეს საფეხბურთო საქმიანობა და 2 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაავალდებულეს.