რუსულმა არმიამ ღამით უკრაინის 30-მდე დასახლება დაბომბა
იუჟნობუგსკის მიმართულებით რუსულმა არმიამ რამდენიმე ათეული დასახლება
დაბომბა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,
დასახლებებს ცეცხლი გაუხსნეს ტანკებიდან და ქვემეხიდან. გამოყენებული
იყო სარაკეტო არტილერია. მისივე ცნობით, საოკუპაციო ძალები აგრძელებენ
უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას.
გარდა ამისა ნიკოლაევის მერი ალექსანდ სენკევიჩი იუწყება, რომ გამთენიისას ქალაქში ძლიერი აფეთქებები მოხდა - ერთ-ერთ დასახლებაში კორპუსები დაზიანდა. იყო ხანძრის კერები. სენკევიჩი მოსახლეობას მოუწოდებს სიფრთხილე გამოიჩინონ და სახლებში დარჩნენ.
გვიან ღამით დაიბომბა ხარკოვიც. ხარკოვის მერ იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსული სამხედროების სამიზნე ნემიშლიანსკის რაიონის ადმინისტრაციული შენობა გახდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.