ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდში ქალი ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა მისი შვილიშვილი
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში,
რუსთაველის ქუჩაზე.
თვითმხილველების ცნობით, ქვეითად მყოფ ბებიასა და შვილიშვილს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შედეგად ადგილზე დაიღუპა ქალი, მოზარდი კი მძიმედ დაშავდა. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და უტარდება გამოკვლევები.