ზუგდიდში, დრიფტის ჩემპიონატის მიზეზით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ზუგდიდში, ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორიაზე, 5 აგვისტოს 20:00 სთ-დან
7 აგვისტოს 20:00 სთ-მდე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე ა(ა)იპ "საქართველოს ბეემვეს კლუბი" დრიფტის ჩემპიონატს გამართავს:
"რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აღნიშნულ პერიოდში, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნინოშვილის ქუჩის გავლით, ხოლო, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრავი ავტოტრანსპორტი ლაღიძის ქუჩის გავლით", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.