პუტინის საწინააღმდეგო ბანერი ზუგდიდშიც გააკრეს
"რუსეთი ოკუპანტია", "პუტინი ტერორისტია", - ამ შინაარსის საპროტესტო
ბანერი თეთრ-წითელ ფერებში,
ვლადიმირ პუტინის გამოსახულებით, წალენჯიხის შემდეგ ზუგდიდშიც
გააკრეს. ბანერი ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ შენობაზე, "დროას"
წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ გააკრა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია აგვისტოში კიდევ ერთხელ შეახსენონ მოქალაქეებს, ვინ არის რუსეთი და როგორია მათი პოლიტიკა სხვა სახელმწიფოების მიმართ.
ზუგდიდამდე იგივე შინაარსის ბანერი წალენჯიხაში, სტამბის შენობაზე გააკრეს.
აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას სამეგრელოდან 37 ადამიანი ემსხვერპლა.
სულ, საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ომს 228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო მოსამსახურე და 14 პოლიციელი შეეწირა.
დაიჭრა 2 232 ადამიანი. მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.