აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით,
დაღუპულთა
ხსოვნის პატივსაცემად, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები
დაუშვეს.
სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა.
სულ, საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ომს 228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო მოსამსახურე და 14 პოლიციელი შეეწირა.
დაიჭრა 2 232 ადამიანი. მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
შეიარაღებულ დაპირისპირებას სამეგრელოდან 37 ადამიანი ემსხვერპლა.