დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს
12 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო
ამინდი შენარჩუნდება.
იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით დაფიქსირდეს. ჰაერი დღისით +32, +34 გრადუსამდე დათბება.