ახალი ამბები
რამდენი ბილეთი გაყიდა ბოტანიკურმა ბაღმა 6 თვეში
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა 1-ელი თებერვლიდან ფასიანი გახდა და ადამიანთა გარკვეული კატეგორიის გარდა, ყველა დანარჩენზე ტარიფები ვრცელდება.

სულ რამდენმა პირმა ისარგებლა ამ ტარიფებით თებერვლიდან 5 აგვისტოს ჩათვლით, ბაღის ადმინისტრაციას "ლაივპრესმა" ამ კითხვით მიმართა.

ადმინისტრაციის ცნობით, ბაღში ერთჯერადად მოქმედი ბილეთი საქართველოს 21 350-მა და უცხო ქვეყნის 1 428 მოქალაქემ შეიძინა.

სტუდენტებზე 7 522 ერთჯერადი ბილეთი გაიყიდა, ხოლო 10-18 წლამდე მოსწავლეებზე 13 275.

რაც შეეხება ერთთვიან აბონემენტს, საანგარიშო პერიოდში 393 გაიყიდა.

სამთვიანი აბონემენტი 11-მა მოქალაქემ შეიძინა. 6 თვიანი 6-მა, 1 წლიანი 8 პირმა.

ბაღის ადმინისტრაციისვე ინფორმაციით, ერთთვიანი MEGO-ბარათი, რომლით სარგებლობაც 5 პირს შეუძლია, 26 გაიყიდა, 3 თვიანი კი 96.

პირველი თებერვლიდან 5 აგვისტომდე, ბაღში მოეწყო 73 ფოტოსესია.

რაც შეეხება ნავით გასეირნებას, ამ სერვისით 151-მა პირმა ისარგებლა.

ამასთან, ნავი 303-მა მოქალაქემ იქირავა.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ტარიფების დაწესება მოქალაქეთა ნაწილმა გააპროტესტა. მათ რამდენჯერმე გამართეს საპროტესტო აქცია. შეგროვდა ხელმოწერებიც.

ერთ-ერთი პირველი აქცია ბულვარში 28 იანვარს შედგა. შეკრებილთა განცხადებით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ბევრია უმუშევარი და დასაქმებულების ყოველთვიური ანაზღაურებაც კი მიზერულია, ბოტანიკური ბაღი ტარიფებს არ უნდა აწესებდეს.

ბაღის ადმინისტრაცია კი განმარტავს, რომ ამ სივრცეს უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი და ჩამოშორდეს ეტაპობრივად მუნიციპალურ ბიუჯეტს. ამასთან, უნდა მოხდეს ბაღში "ვანდალიზმის ფაქტების" პრევენცია.

სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა "ხმის" წარმომადგენელი ილია ჭანტურია კი ვანდალიზმში სწორედ ხელისუფლებას ადანაშაულებს. მისი თქმით, ის, რომ ბაღი რეკონსტრუქციიდან სამი თვის თავზე იტბორება, რაც მრავალწლოვანი ხეების წაქცევას იწვევს, სწორედ მათი ბრალია, და რომ ყველაზე მეტი, სწორედ განახლების სამუშაოების დროს დაშავდა.

ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობა დაწყებულია, და რომ ბაღში დამატებით სადრენაჟო სისტემას მოაწყობენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.