თეთნულდთან 6 ტურისტია ჩარჩენილი
ზემო სვანეთში, თეთნულდის მეორე მხარეს 6 ტურისტია ჩარჩენილი. ისინი
სავარაუდოდ რუსი ტურისტები,
ან მთამსვლებები არიან, რომლებიც კავშირზე გუშინ გამოვიდნენ და
დახმარებას ითხოვენ. მესტიის მერის მოადგილე ნელი ნავერიანმა
"ლაივპრესს" უთხრა, რომ ადგილობრივმა მაშველებმა შეტყობინება უკვე
მიიღეს, თუმცა ჯერჯერობით, უამინდობის გამო, საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის ვერტმფრენი ვერ ახერხებს იმ ტერიტორიაზე შესვლას,
სადაც ტურისტები არიან დაბანაკებულები.
ამიტომ, ვერტმფრენი მესტიაში ჩამოსასვლელად წვიმის შეწყვეტას და გამოდარებას ელოდება.
სავარაუდოდ, რამდენიმე ტურისტი დაშავდა, თუმცა ზუსტდება, აქვთ თუ არა ნამდვილად ტრავმული დაზიანება და რამდენად სერიოზული.
"თეთნულდს გვერდით სოფელი მულახია და მის თავზეა წანერის უღელტეხილი. ამ უღელტეხილიდან არიან გადასულები, რომელიც უფრო რთული გზაა. ის ზონა არის სამთამსვლელო. არანაირი ბილიკი იქ არ არის. თოვლის ზონამდე არიან მისული", - გვითხრა ნელი ნავერიანმა.
მისივე თქმით, იმ ტერიტორიაზე, სადაც ტურისტები არიან ჩარჩენილები, არ არის ისეთი ადგილები, რომელიც მათ სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.