ნუგზარ შუშანია, რომელმაც გახარიას პარტია დატოვა, ხობის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომლის უმრავლესობაშიც მმართველი
პარტიის დეპუტატები არიან, თავმჯდომარის მოადგილედ ექს-პრემიერის,
გიორგი გახარიას პარტიის ყოფილი წევრი, ნუგზარ შუშანია აირჩია. ეს
გადაწყვეტილება დეპუტატებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ნუგზარ შუშანიამ
დეპუტატ მაკა ჩარტიასთან ერთად, ფრაქცია "ხობის საქართველოსთვის"
დატოვა. მანამდე ის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას
იკავებდა. ნუგზარ შუშანია, ისევე როგორც მაკა ჩარტია, უკვე არ
ირიცხებიან "საქართველოსთვის" რიგებშიც. დეპუტატები ირწმუნებიან, რომ
ექს-პრემიერის პარტია თავად დატოვეს. პარტიის განცხადებით კი, ისინი
გაირიცხნენ მას შემდეგ, რაც ფრაქცია დატოვეს.
ხობის საკრებულოს დღევანდელ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პარტია"საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას ბრიფინგი. 11 აგვისტოს მან თქვა, რომ "ოცნების" მხრიდან ზეწოლისა და ფინანსური სარგებლის დაპირების შედეგად, პარტია "საქართველოსთვის", ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2-მა მოსყიდულმა და გადაბირებულმა წევრმა, ნუგზარ შუშანიამ და მაკა ჩარტიამ დატოვეს ფრაქცია "ხობი საქართველოსთვის", რომელთაგან ერთს – ნუგზარ შუშანიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას დაჰპირდნენ, ხოლო მეორეს – მაკა ჩარტიას, უმუშევარი მეუღლის დასაქმებას".
ნუგზარ შუშანია "ლაივპრესთან" საუბარში უარყოფს "ქართული ოცნების" მიერ მის მოსყიდვას ან დაშინებას. ამბობს, რომ პარტია დატოვა, რადგან გიორგი გახარიას და მისი გუნდის "ბოლო დროინდელი განცხადებები და ქმედებები", ფაქტობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს:
"მეტიც, ავსებს ნაციონალურ მოძრაობას" და ეხმარება მას. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს, პირადად მე და ჩემი ოჯახი მათგან არაერთი ზეწოლის, დაშინების და გატაცების ობიექტიც კი ვიყავით, არაფერი მესაქმება პოლიტიკოსების იმ ჯგუფთან, ვინც ქვეყნის ინტერესები, საკუთარი ღირსება გაყიდა და შეუერთდა პარტიას, რომელიც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ უბედურებასთან, ქვეყნის ღალატთან და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან ასოცირდება", - ამბობს ნუგზარ შუშანია.
ბერდია სიჭინავას განცხადებამ, მმართველი გუნდის მხრიდან "საქართველოსთვის" წევრების მოსყიდვაზე, "გააოგნა", როგორც თავად ამბობს, მაკა ჩარტია. მისი განმარტებით, ექს-პრემიერის პარტია პირადი განცხადებით დატოვა, განსაკუთრებული მიზეზის გარეშე. "ლაივპრესთან" საუბარში ამბობს, რომ 17 წელია მოქმედი ადვოკატია და დასაქმების მხრივ დახმარებას არ საჭიროებს.
"ძალიან გამიკვირდა და გავბრაზდი ამ განცხადების შინაარსთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მინიმუმ ამ განცხადების შინაარსი ჩემთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. ვინმეს ხომ უნდა ეკითხა, თუ რაზე მქონდა პრეტენზია?", - თქვა მაკა ჩარტიამ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ გადაწყვეტილებას მოკლე განცხადებით გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის":
"გუშინ ბრიფინგზე განვაცხადეთ, რომ ხობის მუნიციპალიტეტში ჩვენი პარტიის ფრაქციის წევრებს ნუგზარ შუშანიასა და მაკა ჩარტიას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ფრაქციის დატოვების სანაცვლოდ გარიგებას სთავაზობდნენ. ნუგზარ შუშანიას სთავაზობდნენ საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეობას, ხოლო მაკა ჩარტიას უმუშევარი მეუღლის დასაქმებას. დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე "ქართულმა ოცნებამ" ნუგზარ შუშანია აირჩია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ.
პარტია "საქართველოსთვის" სახელით ვულოცავთ ნუგზარ შუშანიას ამ თანამდებობას. ვიტოვებთ იმედს, რომ "ქართული ოცნება" მაკა ჩარტიას შემთხვევაშიც სწრაფად იმოქმედებს და მასაც შეუსრულებს დანაპირებს. მოგეხსენებათ, რომ ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია გუშინ გაირიცხნენ პარტია "საქართველოსთვის" რიგებიდან", - აცხადებენ პარტიაში "საქართველოსთვის". მათი მხრიდან პერიოდულად კეთდება განცხადებები, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს პარტიის გუნდის წევრებზე სხვადასხვა გზით.