თეთნულდზე ჩარჩენილ 3 მთამსვლელთან კომუნიკაცია შედგა - საგანგებო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურსა და მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ სამ მთამსვლელს
შორის კომუნიკაცია შედგა.
"მთასვლელთა განცხადებით, თავს კარგად გრძნობენ, არ ესაჭიროებათ მაშველთა დახმარება და გადაადგილდებიან დამოუკიდებლად დასახლებული პუნქტის მიმართულებით.
მაშველთა ჯგუფი უცხოელ მთასვლელთა შესახვედრად საპირისპირო მიმართულებით კვლავ აგრძელებს ქვეითად მოძრაობას", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მწვერვალ თეთნულდიდან 6 მთასვლელიდან ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიაში 13 აგვისტოს ჩამოიყვანეს.
მესტიაში, ადგილობრივმა სამაშველო ჯგუფმა, 11 აგვისტოს მიიღო შეტყობინება, რომ თეთნულდთან 6, სავარაუდოდ რუსი ეროვნების ტურსტია ჩარჩენილი და დახმარებას ითხოვს.