ახალი ამბები
ცესკომ ხელისუფლების ინტერესით იმოქმედა - „საქართველოსთვის“ სენაკის შუალედურ არჩევნებზე
FaceBook Twitter
E-mail Print
პარტია "საქართველოსთვის" გამოეხმაურა სენაკში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ეს ხელისუფლების მხრიდან, არჩევნების შედეგების შეცვლის მორიგი მცდელობაა, ცესკომ კი იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით, რაც მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

მისი თქმით, ეს უკანონობა ხორციელდება იმ ფონზე, როცა საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, 5 თვეში დემოკრატიული რეფორმები უნდა განახორციელოს. მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის და საარჩევნო სისტემის რეფორმის მიმართულებით.

ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ნაცვლად იმისა, ცესკოს სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს ახალი არჩევნების დანიშვნაზე ემსჯელა, შუალედური არჩევნები მხოლოდ იმ სამაჟორიტარო ოლქში დანიშნა, სადაც "ოცნებამ" ოპოზიციის წევრს, "კრიმინალური სამყაროს ჩართულობით", მანდატი დაატოვებინა.

"აღნიშნული უკანონობა ხორციელდება იმ ფონზე, როცა სულ ახლახან გამოქვეყნდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესრულების უმძიმესი ანგარიში, რომლის მიხედვითაც ქვეყანამ 2021 წელს, ანუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დემოკრატიის, სახელმწიფოს მართვის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, მიმართულებით უპრეცედენტო უკუსვლა განიცადა.

აღნიშნული უკანონობა ხორციელდება იმ ფონზე, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად სულ რაღაც 5 თვეში ამბიციური დემოკრატიული რეფორმები აქვს განსახორციელებელი, მათ შორის ცესკო-ს დამოუკიდებლობისა და საარჩევნო სისტემის რეფორმის მიმართულებით.

პარალელურად "ოცნება" სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აგრძელებს პარტია "საქართველოსთვის" წევრების მოსყიდვას, დაშინებას და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა ჩართულობით მათზე ზეწოლას", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, პარტია "საქართველოსთვის" აგრძელებს პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში აქტიურ მონაწილეობას.

სენაკში დაგეგმილი შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ცესკოს ეს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სენაკის საკრებულო 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები პირველ ოქტომბერს გაიმართება. შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. კენჭისყრა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება.

ვახტანგ წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს შეუწყდა.

ის ენმ-ს წევრი იყო და პარტიის მტკიცებით, გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" ზეწოლით მიიღო. ბრალდებები უარყო მმართველმა პარტიამ.

"ქართულ ოცნებას" სენაკის საკრებულოში 16 წევრი ჰყავს,

ოპოზიცია 17 წევრით იყო წარმოდგენილი. მათგან 13 "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო, 4 კი "საქართველოსთვის" დეპუტატია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სოხუმი გამოეხმაურა ენგურის ხიდზე გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც
აქტივისტებმა ოკუპაცია
17:46 / 25.09.2022
სოხუმი გამოეხმაურა ენგურის ხიდზე გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც აქტივისტებმა ოკუპაცია
დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე
მოკლეს. დაიჭრა 8 პირი.
16:23 / 25.09.2022
დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე მოკლეს. დაიჭრა 8 პირი.
მარტვილში ქურდობა მოხდა.
12:35 / 25.09.2022
მარტვილში ქურდობა მოხდა. "ლაივპრესის" ინფორმაციით, ერთ-ერთი ოჯახიდან
რუსმა სამხედროებმა უპილოტო თვითმფრინავებით - კამიკაძე-დრონებით
იერიში მიიტანეს ოდესაზე. მათ შორის
11:31 / 25.09.2022
რუსმა სამხედროებმა უპილოტო თვითმფრინავებით - კამიკაძე-დრონებით იერიში მიიტანეს ოდესაზე. მათ შორის
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.