ახალი ამბები
რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ხუთი რაიონი დაბომბეს
წუხელ ღამით, ხარკოვის ათიდან ხუთი რაიონი დაიბომბა. ამის შესახებ ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი იტყობინება ტელეგრამზე.

მისივე თქმით, თავდასხმა მათ შორის, ფაქტობრივად ქალაქის ცენტრზეც მოხდა.

მერი აღნიშნავს, რომ მსგავსი რადიუსის თავდასხმა დიდი ხანია არ ყოფილა.

დაშავებულების ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

დაზიანდა შენობები და საგზაო ინფრასტრუქტურა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.