ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი დააზიანეს
ზუგდიდში, ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი
დააზიანეს. ადგილობრივი
მერიის ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა.

"საფეხმავლო ხიდზე ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. დააზიანეს ხიდზე არსებული მინის 52 მოაჯირი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო", - აღნიშნავენ მერიაში.
როდის მოხდება დაზიანებულის აღდგენა, ადგილობრივ ხელისუფლებაში "ლაივპრესს" განუმარტეს, რომ პირველ რიგში ზარალს დაითვლიან, დანარჩენი დეტალები კი ეტაპობრივად დაზუსტდება.