ზუგდიდელი ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონია
ზუგდიდელი ძალოსანი, საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი ვეკუა ევროპის
ჩემპიონია. პოლონეთში მიმდინარე
15 და 17 წლამდე ძალოსანთა შორის კონტინენტის პირველობაზე, მან 3
ოქროს მედალი მოიპოვა.
ატაცში სპორტსმენმა 115/120/125 კილოგრამი დაძლია.

აკვრაში 148, 154 და 157 კილოგრამ სიმძიმეს მოერია.
ორჭიდის ჯამში მოგროვილი 282 კილოგრამით კი მესამე ოქროს მედალი მოიპოვა.

ირაკლი ვეკუა გასულ თვეს გახდა საქართველოს ჩემპიონი.
უფრო ადრე, ევროპის ჩემპიონები გახდნენ ზუგდიდელი ძალოსნები, ნიკოლოზ ესართია და დიმიტრი აბრალავა.