გონიო-ანაკლიის აკვატორიაში წყლის სინჯები აიღეს
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის
ბიომრავალფეროვნების
დეპარტამენტის სპეციალისტებმა, შავი ზღვის გონიო-ანაკლიის აკვატორიაში
წყლის სინჯები აიღეს.
გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მიღებული შედეგები საშუალებას იძლევა, სპეციალისტებს ჰქონდეთ უფრო ზუსტი ინფორმაცია ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის და ზღვის ბინადრების საარსებო გარემოს შესახებ, რის საფუძველზე შესაძლებელია ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ზღვის გარემოში მიმდინარე ეკოლოგიური ცვლილებების დროული გამოვლენა, შეფასება და ცვლილებების პროგნოზირება.
პროცესს მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან ერთად დაესწრო.
"გარემოს დაცვის ჩვენი პოლიტიკა არაერთ მიმართულებას გულისხმობს. ამ მიმართულებათა შორისაა წყლის ხარისხის კვლევები, რომლებიც ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მეთოდოლოგიების გათვალისწინებით ხორციელდება და ჩვენ ამის ტექნიკური შესაძლებლობა უკვე გვაქვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს, დარგის გამოცდილი სპეციალისტების მიერ ხორციელდება კვლევები წყლის ეკოლოგიის, ჰიდრობიოლოგიის, წყლის ბიომრავალფეროვნების, მეთევზეობის და აკვაკულტურის მიმართულებებით", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მიზანი შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვა, ზღვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და საზღვაო ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენებაა.
შავ ზღვაზე აღებულ სინჯებში მნიშვნელოვანია წყლის სიღრმეში სხვადასხვა ხარისხობრივი პარამეტრის განსაზღვრა. კერძოდ, შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის მონაცემების მიღება და 100 მეტრის სიღრმეში წყლის ისეთი ფიზიკო-ქიმიური პარამეტრების განსაზღვრა, როგორიცაა ტემპერატურა, მარილიანობა, ხსნადი ჟანგბადი, ქლოროფილი, გამჭვირვალობა და სხვა.