ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს კომისიამ არ დაუჭირა მხარი გენგეგმის შესასწავლად სამუშაო ჯგუფის შექმნას
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიამ არ დაუჭირა მხარი "ლელოს" წინადადებას, ქალაქის გენგეგმაში გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად, დროებითი სამუშაო ჯგუფი შექმნილიყო.

საუბარია გენგეგმის იმ ჩანაწერზე, რომელიც საცხოვრებელი ზონის განაშენიანებას ეხება. კერძოდ, ცალკეულ ქუჩებზე, სახლის წინ, დაკანონებული მიწის კომერციული მიზნებისთვის გამოყენების პირობაა - მშენებლობის დაწყება ჭიშკრიდან 7 მეტრის შეწევის შემდეგ, შენობის მაქსიმალური სიმაღლე კი 2 სართული უნდა იყოს. ეს, მისივე განმარტებით, ეხება საცხოვრებელი ზონის თითქმის 70%-ს.

პარტიის ადგილობრივმა ლიდერმა, თენგიზ ქოჩუამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ეკონომიკის, ურბანული განვითარების და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომას თავადაც დაესწრო, თუმცა საკითხი და პრობლემა, რაზეც მიუთითებდა, დეპუტატებმა მხოლოდ ზედაპირულად განიხილეს.

"ავუხსენი საკრებულოს წევრებს რა პრობლემები იყო, მაგრამ საერთო ჯამში, ამ საკითხის განხილვა გამოვიდა ფაქტობრივად უსაგნო. როგორც ხშირად ჩვევიათ, სხვა საკითხებზე გადავიდნენ, რომ რუსთაველის ქუჩაზე იერსახე როგორი ცუდია, იქ, კედიას ქუჩაზე მაღაზიებს წინ როგორ უდგათ საქონელი", - გვითხრა თენგიზ ქოჩუამ.

"ლელოს" წარმომადგენლის თქმით, მის ინიციატივას არც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი.

კომისიის წევრმა და საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავამ, როგორც თენგიზ ქოჩუა აღნიშნავს, განმარტა, რომ შესაძლოა ეს საკითხი შესწავლად ნამდვილად ღირს, თუმცა სამთვიანი დროებითი სამუშაო ჯგუფი ამ ვადებში კონკრეტულ შედეგს ვერ დადებს.

"სამ თვეში შეიძლება მართლა ვერ გააკეთო ვერაფერი, შემდეგ სამ თვეს შევქმნიდი კიდევ ჯგუფს. ეს ხელფასიანი ჯგუფი ხომ არ არის. თვითონაც იციან რა შრომატევადი საქმეა. თავი აარიდეს ზედმეტ დატვირთვას. არავინ იმსჯელა, კითხვაც კი არ დაუსვამთ რომელ ქუჩებს ეხება. არ ისურვეს დაკონკრეტება", - განაცხადა თენგიზ ქოჩუამ.

რაც შეეხება მის მიერვე ნახსენებ კიდევ ერთ პრობლემას, რომლის თანახმადაც მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ააშენონ და მერე დააჯარიმებენ და დაუკანონდებათ, გიგა ფარულავა "ლელოს" წარმომადგენელს დაჰპირდა უახლოეს დღეებში მერიისგან ინფორმაციის გამოთხოვას, იყო თუ არა მსგავსი ფაქტები და რამდენი.

თენგიზ ქოჩუა ამბობს, რომ მსგავსი პრეცედენტების შესახებ ცნობები უშუალოდ მოსახლეობისგან აქვს.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ამ პრობლემებზე მან მიმდინარე წლის 7 ივნისს ისაუბრა.

"ლელოს" ადგილობრივმა ლიდერმა მაშინ განმარტა, რომ ზუგდიდისთვის მნიშვნელოვანია გენგეგმის არსებობა, თუმცა მან არ უნდა შეაფერხოს მცირე და საშუალო ტიპის მშენებლობები.

თენგიზ ქოჩუა აღნიშნავდა, რომ ქალაქის გენერალურ გეგმაში შესაძლო კორუფციის ნიშნები იკვეთებოდა. თემით დაინტერესებაც საკრებულოს, ამ და ხარვეზების აღმოფხვრის მიზეზებით სთხოვა.

თავის დროზე მერიამ "ლელოს" ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. ადგილობრივ ხელისუფლებაში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ ამ ეტაპზე არ განიხილავდნენ კონკრეტული ჯგუფის შექმნას. მათივე თქმით, გენგეგმის შედგენა თავიდან ბოლომდე გამჭირვალე პროცესი იყო და დოკუმენტიც მიღებამდეც არაერთი საჯარო განხილვა და შეხვედრა გაიმართა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.